ზოგადი პრინციპები
8.1 დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში ყველა კონტრაქტის მინიჭება და მათი განხორციელება უნდა მოხდეს კომისიის მიერ ჩამოყალიბებული და გამოქვეყნებული პროცედურებისა და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც გამოიყენება საგარეო ოპერაციებისათვის და რომლებიც ძალშია პროცედურის განხორციელებისას.
8.2 დეცენტრალიზებული კონტრაქტების შემთხვევაში, ბენეფიციარი შეატყობინებს კომისიას კონტრაქტორის მიერ ყალბი დეკლარირების შემთხვევების, მის მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომების, დარღვევებისა და თაღლითობის ან კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ.
ასეთ შემთხვევებში, კომისიის უფლებამოსილების შესაბამისად აამოქმედოს ადმინისტრაციული და ფინანსური ჯარიმები ფინანსური რეგულაციის თანახმად, რომელიც ვრცელდება ევროკავშირის ბიუჯეტზე და დებულებათა საფუძველზე, რომლებიც ვრცელდება ევროპის განვითარების ფონდზე, ბენეფიციარი აამოქმედებს ჯარიმებს კონტრაქტორებისათვის, რაც ასახულია დეცენტრალიზებული კონტრაქტების ზოგადი პირობების მუხლში ,,ადმინისტრაციული და ფინანსური ჯარიმები“, წესებისა და პროცედურების თანახმად და კონტრაქტორისათვის თავდაცვის უფლების უზრუნველყოფი