10.1 სამუშაოების მომარაგებისა თუ მომსახურების ტენდერებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე, ძირითადი აქტების შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება თანამშრომლობის სექტორზე, ბენეფიციარის მესამე ქვეყნების ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ან აღნიშნულ აქტებში მოცემულ სხვა მესამე ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
10.2 შესაძლებელია, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება თანამშრომლობის სექტორის მარეგულირებელი ძირითადი აქტების სპეციალური პირობების შესაბამისად, მესამე მხარის ქვეყნების წარმომადგენლებს, გარდა პუნქტი 1-ში მოცემული ქვეყნებისა, მიენიჭოთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ტენდერებში.
10.3 საქონელი და მომარაგება, რომელთაც აფინანსებს ევროკავშირი და აუცილებელია სამუშაოების საქონლისა და მომსახურების კონტრაქტების განხორციელებისათვის, ბენეფიციართა მიერ განსახორციელებელი შესყიდვების პროცედურები უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნების მიერ, რომელთაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში წინა ორი პუნქტის შესაბამისად, თუ ძირითადი აქტი სხვაგვარად არ აღნიშნავ