7.1 კომისია თანხებს გადმორიცხავს არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის შემდეგ ბენეფიციარისგან მიღებული გადახდის მოთხოვნის დარეგისტრირების შემდეგ. გადახდის მოთხოვნა არ არის მისაღები, თუ არ არის შესაბამისობაში თუნდაც ერთ ძირითად მოთხოვნასთან. გადახდების განხორციელება შესაძლებელია შეიზღუდოს ნებისმიერ დროს მოცემული პერიოდის განმავლობაში კომისიის მიერ აღნიშნულის შესახებ ბენეფიციარის ინფორმირებით იმის შესახებ, რომ მოთხოვნა ვერ განხორციელდება იმიტომ, რომ თანხა არ ექვემდებარება გადახდას ან არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დამატებითი დოკუმენტები. თუ კომისია მიიღებს ინფორმაციას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გადახდის მოთხოვნაში ასახულ თანხებს, კომისიამ შესაძლებელია შეაჩეროს გადახდის განხორციელება შემდგომი დაზუსტებისათვის, რაც მოიცავს შემოწმებას ადგილზე, რათა გადახდის განხორციელებამდე დარწმუნდეს, რომ ხარჯი არის გამართლებული. კომისია ბენეფიციარს ინფორმაციას მიაწოდებს დაუყოვნებლივ.

7.2 კომისია გადახდებს განახორციელებს საბანკო ანგარიშზე რომელიც გახსნილია ევროში და ისეთ ფინანსურ დაწესებულებაში, რომელიც მისაღებია კომისიისათვის.

7.3 ბენეფიციარი იძლევა გარანტიას, რომ კომისიის მიერ გადახდილი თანხები წინასწარი დაფინანსებით შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნეს აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე.

7.4 ევროში განხორციელებული ტრანსფერები საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კონვერტირებული იყოს ბენეფიციარის ეროვნულ ვალუტაში ბენეფიციარის მიერ განსახორციელებელი გადახდების დროს იმ განაკვეთით, რომელიც ძალაშია ბენეფიციარის მიერ განსახორციელებელი გადახდის დღეს.

7.5 კომისიის მიერ აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე გადახდილ თანხას დაერიცხება პროცენტი ან ეკვივალენტი სარგებელი. ბენეფიციარი შეატყობინებს კომისიას აღნიშნული თანხებზე დარიცხული პროცენტის ან ეკვივალენტი სარგებლის შესახებ მინიმუმ წელიწადში ერთხელ.

7.6 თანხებზე დარიცხული პროცენტი ან ეკვივალენტი სარგებელი, რომელიც აჭარბებს 250 000 ევროს აუნაზღაურდება კომისიას 45 დღის განმავლობაში კომისიის მხრიდან მოთხოვნის მიღების შემდეგ.

7.7 იმ პროგრამული პროგნოზისათვის, რომელსაც არ მოჰყვა ტრანსფერი ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში, შესაბამისი თანხა გაუქმდება.

თავი V–

კონტრაქტებისა და გრანტების მინიჭე