თავი III — 2. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის
1. პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის 82 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.06.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 10.06.2021 კანონი №632
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება