თავი III — 1. კიბერუსაფრთხოების ბიურო
1. თავდაცვის სფეროში შემავალ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტზე განხორციელებული იმ კიბერშეტევის მართვას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებსა და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას, აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ინციდენტების მართვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტული საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, ახორციელებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი.
2. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის პრიორიტეტული საფრთხეები და თავდაცვის სფეროში ამ ჯგუფის მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლით.
3. თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების მიზნით კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი უფლებამოსილია:
ა) ჰქონდეს წვდომა აღნიშნული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელურ სენსორზე;
ბ) ჰქონდეს წვდომა აღნიშნული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე, თუ ასეთი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებისთვის.
4. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შემთხვევაში ინფორმაციული აქტივის უსაფრთხოების მიზნით ახორციელებს გადაუდებელ ღონისძიებებს, რომლებიც მოიცავს კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებას, მის შესწავლასა და აღწერას. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი კომპიუტერული ინციდენტის შესწავლისა და აღწერის შემდეგ შეიმუშავებს და თავდაცვის სფეროში შემავალ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს წარუდგენს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და რეკომენდაციებს.
5. თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია გონივრულ ვადაში (არაუმეტეს 1 თვისა) მოახდინოს შესასრულებლად სავალდებულო მითითებაზე რეაგირება და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აღნიშნული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი წარუდგენს კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.
თავი III2. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის
საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.06.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 10.06.2021 კანონი №632
- 10.06.2021 კანონი №632
- 24.12.2013 კანონი №1829
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.06.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 103. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი 1. თავდაცვის სფეროში შემავალ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებზესუბიექტზე განხორციელებული იმ კიბერშეტევის,კიბერშეტევის მართვას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებსა და ქვეყნისსახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას, აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ინციდენტების მართვას და მასთან დაკავშირებულ იმ საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტული საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, ახორციელებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი. 2. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის პრიორიტეტული საფრთხეები და თავდაცვის სფეროში ამ ჯგუფის მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლით. 3. თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების მიზნით კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი –უფლებამოსილია: CERT.MOD.GOV.GEა) (შემდგომჰქონდეს –წვდომა აღნიშნული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელურ სენსორზე; ბ) ჰქონდეს წვდომა აღნიშნული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე, თუ ასეთი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებისთვის. 4. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი).ჯგუფი 2.კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შემთხვევაში ინფორმაციული აქტივის უსაფრთხოების მიზნით ახორციელებს გადაუდებელ ღონისძიებებს, რომლებიც მოიცავს კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებას, მის შესწავლასა და აღწერას. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისათვისჯგუფი პრიორიტეტულიკომპიუტერული საფრთხეებიინციდენტის შესწავლისა და ამაღწერის ჯგუფისშემდეგ მოვალეობებიშეიმუშავებს და თავდაცვის სფეროში განისაზღვრებაშემავალ ამკრიტიკული კანონისინფორმაციული მე-8სისტემის მუხლისსუბიექტს მე-2წარუდგენს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და მე-3რეკომენდაციებს. პუნქტებით.5. თავითავდაცვის IV.სფეროში გარდამავალიშემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია გონივრულ ვადაში (არაუმეტეს 1 თვისა) მოახდინოს შესასრულებლად სავალდებულო მითითებაზე რეაგირება და დასკვნითიგანახორციელოს დებულებებიშესაბამისი ღონისძიებები. განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აღნიშნული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი წარუდგენს კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს. თავი III2. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება