თავი III — 1. კიბერუსაფრთხოების ბიურო
1. თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა აკმაყოფილებდეს თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს (თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების კრიტიკულობის კლასიფიცირების გათვალისწინებით). ამ მოთხოვნებს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) და ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების მხედველობაში მიღების გზით განსაზღვრავს კიბერუსაფრთხოების ბიურო და ბრძანებით ადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
2. კიბერუსაფრთხოების ბიურო იქმნება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. კიბერუსაფრთხოების ბიუროს მოქმედების სფერო არ ვრცელდება ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოზე, რომელთა უფლებამოსილებები, ფუნქციები და მოქმედების სფეროები განისაზღვრება ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონებით.
4. თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა მტკიცდება და შესაბამისი სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირება დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლის პროექტს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. ამ ნუსხის შედგენისას გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები: ინფორმაციული სისტემის შეფერხების ან მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმე და მასშტაბი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით; სავარაუდო ეკონომიკური ზარალის სიმძიმე სუბიექტებისთვის ან/და სახელმწიფოსთვის; ინფორმაციული სისტემის მიერ გაწეული მომსახურების აუცილებლობა სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის; ინფორმაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა; სუბიექტის მატერიალური მდგომარეობა და სავარაუდო ხარჯების ოდენობა, რომლებიც მისთვის შესაბამისი ვალდებულებების დაკისრებას მოჰყვება.
5. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
6. კიბერუსაფრთხოების ბიუროს ძირითადი ფუნქციაა საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება.
7. (ამოღებულია - 10.06.2021, №632).
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3933 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №803 – ვებგვერდი,30.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №803
- 10.06.2021 კანონი №632
- 12.06.2020 კანონი №6299
- 08.07.2015 კანონი №3933
- 24.12.2013 კანონი №1829
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.09.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 101. კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტატუსი და ფუნქციები 1. თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა აკმაყოფილებდეს თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს (თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების კრიტიკულობის კლასიფიცირების გათვალისწინებით). ამ მოთხოვნებს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) და ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების მხედველობაში მიღების გზით განსაზღვრავს კიბერუსაფრთხოების ბიურო და ბრძანებით ადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 2. კიბერუსაფრთხოების ბიურო იქმნება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. კიბერუსაფრთხოების ბიუროს მოქმედების სფერო არ ვრცელდება ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოზე, რომელთა უფლებამოსილებები, ფუნქციები და მოქმედების სფეროები განისაზღვრება ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონებით. 4. თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა მტკიცდება და შესაბამისი სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირება დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისიდადგენილებით, აქტით, რომლის პროექტს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეროვნულისაქართველოს უსაფრთხოებისიუსტიციის საბჭოსთან,სამინისტროსთან, საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთანსამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. ამ ნუსხის შედგენისას გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები: ინფორმაციული სისტემის შეფერხების ან მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმე და მასშტაბი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით; სავარაუდო ეკონომიკური ზარალის სიმძიმე სუბიექტებისთვის ან/და სახელმწიფოსთვის; ინფორმაციული სისტემის მიერ გაწეული მომსახურების აუცილებლობა სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის;ფუნქციონირებისთვის; ინფორმაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა; სუბიექტის მატერიალური მდგომარეობა და სავარაუდო ხარჯების ოდენობა, რომლებიც მისთვის შესაბამისი ვალდებულებების დაკისრებას მოჰყვება. 5. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 6. კიბერუსაფრთხოების ბიუროს ძირითადი ფუნქციაა საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება. 7. (ამოღებულია - 10.06.2021, №632).
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება