1. ამ კანონის აღსრულებას, კერძოდ, საქართველოს კიბერსივრცეში ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ინციდენტების მართვას, აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების კოორდინაციისკენ მიმართულ, მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტული საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, ახორციელებენ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (CERT.OTA.GOV.GE), ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (CERT.DEA.GOV.GE) და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი.
2. კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტულ საფრთხეებს მიეკუთვნება:
ა) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებს ან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას;
ბ) კიბერშეტევა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული სისტემების წინააღმდეგ;
გ) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს, ორგანიზაციის ან კერძო პირის ფინანსურ რესურსებს ან/და საკუთრების უფლებას;
დ) სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც, მისი ხასიათიდან, მიზნიდან, წყაროდან, მოცულობიდან ან რაოდენობიდან ან მისი აღკვეთისათვის საჭირო რესურსების ოდენობიდან გამომდინარე, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საკმარისი საფრთხის შემცველია.
3. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფების მოვალეობებია:
ა) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის შესახებ რეკომენდაციების გაცემა ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმძღვანელო მითითებების გაცემა;
ბ) კომპიუტერული ინციდენტების დროული გამოვლენა;
გ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირება და მათზე რეაგირების კოორდინაცია;
დ) კომპიუტერული ინციდენტების აღრიცხვა და მათზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა და კატეგორიზაცია;
ე) კომპიუტერული ინციდენტების ანალიზი;
ვ) კომპიუტერული ინციდენტების შედეგების გამოსწორებისა და ზიანის მინიმუმამდე შემცირების პროცესში დახმარება;
ზ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების კოორდინაცია და ამ ზომების დანერგვაში დახმარება;
თ) სხვა მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნებთან და განისაზღვრება კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით.
4. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს/ციფრული მმართველობის სააგენტოს/კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის კომპეტენცია, მუშაობის პროცედურები, კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმები და მისი საქმიანობის სხვა წესები დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის/ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის/საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, მისი კომპეტენციის ფარგლებში.
5.(ამოღებულია - 10.06.2021, №632).
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.06.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 10.06.2021 კანონი №632
- 12.06.2020 კანონი №6299
წინა რედაქცია (19.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. მონპერაცტიულ-ტემთქნიკური სა გაგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფები 1. ამ კანონის დებულებათა აღსრულებას, კერძოდ, საქართველოს კიბერსივრცეში ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ინციდენტების მართვას, ასგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების კოორდინაციისკენ მიმართულ სხვა, მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტული საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, ახორციელებს მენ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმთარების ჯგაუფი (CERT.OTA.GOV.GE), ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი – (CERT.DEA.GOV.GE (შემ) დგა კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომ – პიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი). 2. კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტულ საფრთხეებს მიეკუთვნება: ა) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებს ან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას; ბ) კიბერშეტევა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული სისტემების წინააღმდეგ; გ) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს, ორგანიზაციის ან კერძო პირის ფინანსურ რესურსებს ან/და საკუთრების უფლებას; დ) სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც, მისი ხასიათიდან, მიზნიდან, წყაროდან, მოცულობიდან ან რაოდენობიდან ან მისი აღკვეთისათვის საჭირო რესურსების ოდენობიდან გამომდინარე, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საკმარისი საფრთხის შემცველია. 3. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფების მოვალეობებია: ა) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის შესახებ რეკომენდაციების გაცემა ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმძღვანელო მითითებების გაცემა; ბ) კომპიუტერული ინციდენტების დროული გამოვლენა; გ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირება და მათზე რეაგირების კოორდინაცია; დ) კომპიუტერული ინციდენტების აღრიცხვა და მათზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა და კატეგორიზაცია; ე) კომპიუტერული ინციდენტების ანალიზი; ვ) კომპიუტერული ინციდენტების შედეგების გამოსწორებისა და ზიანის მინიმიზუმამდე შემცირების პროცესში დახმარების გაწევა; ზ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების კოორდინაცია და ამგვარი ზომების დანერგვაში დახმარების გაწევა; თ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემაში არსებული საფრთხეებისა და სუსტი წერტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თუ ინფორმაციის ამგვა რი ხელმისაწვდომობა ზიანს არ აყენებს ინფორმაციულ უსაფრთხოებას; ი) შესაძლო საფრთხეების შესახებ მომხმარებელთა ფართო წრის გაფრთხილება და მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება; კ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე საგანმანათლებლო და ინფორმაციული უზრუნველყოფა; ლ) საერთაშორისო დონეზე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლობა და კოორდინაცია; მ) სხვა მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნებთან და განისაზღვრება კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით. 4. დახმარების ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს კპერიატიკული ინფორმაციული სის-ტემის სუბიექტის ინფორმაციკული აქტივის, ინფორმაციული სისტემის ან/და იგენფტორმას/ციულ ინფრასტრუქტურაში შემავალი საგნის წვდომა, თუ ამგვარი წთვდომა აუცილებელობის სა მიმდინარგე ან მტომხდარ ს/კომპიუტბერულ ინციდენტზე სათანადო რეაგირებისათვის. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერბი მუროთხოვნის გკონმპივრულ ვადაში განხილვის შტედეგად დახმარების ჯგუფს დაუყოვნებლ ივ აცნობებს შესაბამცისი წვდომის შესაძლებლობის ან შტეუძლებლობის შზესახებ. 5. დახმარების ჯგუფის კომპეტენცია, მუშაობის პროცედურები, კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმები და მისი საქმიანობის სხვა წესები დგინდება მონპერაცტიულ-ტემთქნიკური სა გაგენტოს უფროსის/ციფრული მმართველობის სააგენტოს ნთავმჯდომარის/საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, მისი კომპეტენციუის ფარგლებში. 5.(აქტმოღებულითა - 10.06.2021, №632).