ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინფორმაციული უსაფრთხოება – საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის, ავთენტიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვას;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა – ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც ემსახურება ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და შეესაბამება მისი დაცვის სფეროში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს;
გ) კიბერსივრცე – სივრცე, რომლის განმასხვავებელი ნიშანია ელექტრონული მოწყობილობებისა და ელექტრომაგნიტური სპექტრის გამოყენება ქსელით დაკავშირებული სისტემებისა და დამხმარე ფიზიკური ინფრასტრუქტურის მეშვეობით მონაცემთა შენახვისათვის, შეცვლისათვის ან გაცვლისათვის;
დ) კიბერშეტევა – ქმედება, როდესაც ელექტრონული მოწყობილობა ან/და მასთან დაკავშირებული ქსელი ან სისტემა გამოიყენება კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემაში შემავალი სისტემების, ქონების ან ფუნქციების მთლიანობის დარღვევის, შეფერხების ან განადგურების ან ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების გზით;
ე) კომპიუტერული ინციდენტი − ქმედება, რომელიც ხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენებით და იწვევს ან მიზნად ისახავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის დარღვევას;
ვ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემა − ინფორმაციული სისტემა, რომლის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისათვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის;
ზ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი − ამ მუხლის „ზ1“−„ზ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ან დაწესებულება, თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, იურიდიული პირი, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის;
ზ1) პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − ციფრული მმართველობის სააგენტოსი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − კიბერუსაფრთხოების ბიუროსი და ამ კანონის 101 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისა), სახელმწიფო საწარმო, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის;
ზ2) მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის;
ზ3) მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის;
თ) კონფიდენციალური ინფორმაცია – ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას, სავარაუდოდ, მოჰყვება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ფუნქციებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი და რომლის კონფიდენციალურ ინფორმაციად კლასიფიცირების მიზანია ინფორმაციული აქტივების მართვის წესების უზრუნველყოფა, გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ი) შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანამშრომლისათვის ან/და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მქონე პირისათვის, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფა, სავარაუდოდ, გამოიწვევს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების მნიშვნელოვან შეფერხებას ან ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს უსაფრთხოებას, სახელმწიფო ინტერესს ან კერძო პირის საქმიან რეპუტაციას და რომლის შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაციად კლასიფიცირების მიზანია ინფორმაციული აქტივების მართვის წესების უზრუნველყოფა, გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
კ) ინფორმაციული აქტივი − ყველა ინფორმაცია და ცოდნა (კერძოდ, ინფორმაციის შენახვის, დამუშავებისა და გადაცემის ტექნოლოგიური საშუალებები, თანამშრომლები და მათი ცოდნა ინფორმაციის დამუშავების შესახებ), რომლებიც ღირებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისათვის;
ლ) ინფორმაციული სისტემა − ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ქმედებების ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების მიღებას;
მ) ქსელური სენსორი − აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ერთობლიობა, რომელიც გამიზნულია ქსელური ნაკადის მონიტორინგისთვის, ინფორმაციული სისტემის წინააღმდეგ მიმართული კომპიუტერული ინციდენტის გამოსავლენად;
ნ) ციფრული მმართველობის სააგენტო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ო) კიბერუსაფრთხოების ბიურო − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ − კიბერუსაფრთხოების ბიურო);
პ) ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო;
ჟ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია;
რ) სახელმწიფო საწარმო − საწარმო, რომელიც შექმნილია სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით;
ს) კომერციული ბანკი − საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომ − ეროვნული ბანკი) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.06.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 10.06.2021 კანონი №632
- 12.06.2020 კანონი №6299
- 24.12.2013 კანონი №1829
წინა რედაქცია (19.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინფორმაციული უსაფრთხოება – საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის, ავთენტიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვას; ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა – ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც ემსახურება ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და შეესაბამება მისი დაცვის სფეროში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს; გ) კიბერსივრცე – სივრცე, რომლის განმასხვავებელი ნიშანია ელექტრონული მოწყობილობებისა და ელექტრომაგნიტური სპექტრის გამოყენება ქსელით დაკავშირებული სისტემებისა და დამხმარე ფიზიკური ინფრასტრუქტურის მეშვეობით მონაცემთა შენახვისათვის, შეცვლისათვის ან გაცვლისათვის; დ) კიბერშეტევა – ქმედება, როდესაც ელექტრონული მოწყობილობა ან/და მასთან დაკავშირებული ქსელი ან სისტემა გამოიყენება კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემაში შემავალი სისტემების, ქონების ან ფუნქციების მთლიანობის დარღვევის, შეფერხების ან განადგურების ან ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების გზით; ე) კომპიუტერული ინციდენტი – − ქმედება, რომელიც ხორციელდება ინფორმაციული უტექნოლოგიის გაფრმოყენებით და იწვევს ან მიზნად ისახავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის პ, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის დარღვევას; ვ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემა − ინფორმაციული სისტემა, რომლის ურწყვეტი ფუნქციონირება მნ პიშვნელოტვანია ქვეყნის თავდაცვისათვის ან/და ეკონომიკური დუსაფრღვთხოევბისათვის, როსახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალური ფუნქც ხიონირებისათვის; ზ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი − ამ მუხლის „ზ1“−„ზ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ან დაწესებულება, თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექნტი, იურიდიული პირი, რომლის ინფოგრმაციული ს გისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრიწვი ცხოვრების შენარჩუნებისთვის; ზ1) პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული ს უნისტემის სუბიექტი − საქართველო წს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის, ორგამჟღნო ავნ დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გაზრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაის ან სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − ციფერხული მმართველობაის სააგენტოსი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამაცრთლის იურიდიული პირისა − კიბერუსაფრთხოების ბიუროსი და ამ კანონის 101 მუხლის მე-4 პუნქტით გაცთვალისწინებული თავდაცვის; სფეროში შემავ)ალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისა − ), სახელმწიფო საწარმო, რომლის ინფორმაციული სისტემა, რომლის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისათვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის; ზ2) მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის; ზ3) მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი –− სახქართველმწიფო ოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კერძო სან მართლის იურიდიული პირი, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისათვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისათვის; თ) კონფიდენციალური ინფორმაცია – ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას, სავარაუდოდ, მოჰყვება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ფუნქციებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი და რომლის კონფიდენციალურ ინფორმაციად კლასიფიცირების მიზანია ინფორმაციული აქტივების მართვის წესების უზრუნველყოფა, გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ი) შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანამშრომლისათვის ან/და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მქონე პირისათვის, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფა, სავარაუდოდ, გამოიწვევს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების მნიშვნელოვან შეფერხებას ან ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს უსაფრთხოებას, სახელმწიფო ინტერესს ან კერძო პირის საქმიან რეპუტაციას და რომლის შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაციად კლასიფიცირების მიზანია ინფორმაციული აქტივების მართვის წესების უზრუნველყოფა, გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; კ) ინფორმაციული აქტივი − ყველა ინფორმაცია და ცოდნა (კერძოდ, ინფორმაციის შენახვის, დამუშავებისა და გადაცემის ტექნოლოგიური საშუალებები, თანამშრომლები და მათი ცოდნა ინფორმაციის დამუშავების შესახებ), რომლებიც ღირებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისათვის; ლ) ინფორმაციული სისტემა − ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ქმედებების ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების მიღებას; მ) ქსელური სენსორი – მ− აპარატული ან/და პროწგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ერთობლიობა, რომელიც სპეციალურად გამიზნულია ქსელური ნაკადის მონიტორინგისთვის, ინფორმაციული სისტემის წინააღმდეგ მიმართული კომპიუტერული ინციდენტის გამოსავლენად; ნ) ციფრული მმართველობის სააგენტო − საქართველოს იუსტიციის სამინგისტროს მმართველობის , ისფეთროში მოქმედეი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ო) კიბერუსაფრთხოების გბიურო − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფენაროში მოქმედ, ი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ − კიბერუსაფრთხოებიც ს ბიურო); პ) ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნფიკური სააგენტო; ჟ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია; რ) სახელმწიფო საწარმო − საწარმო, რომელიც შექმნილია საღხელმდწიფოს 50%-ზეგ მეტი წაილობრივი მონაწილეობით; ს) კომერციული ბანკი − საქართველოს ეროვნული ბანკის (შეტმდგომ − ეროვნული ბანკი) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს დან მათი გამოყენებით თავისში შსახეღწლით ახორციელებს საქართველოს კაზნონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.