განჩინება შპს „ელიტა 99“-ის კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2012 წლის 19 ივნისი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი: შპს ,,ელიტა -99’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 232540783)
დირექტორი: კახაბერ ყურაშვილი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 იანვრის განჩინებით შპს „ელიტა 99”-ის დირექტორის კახაბერ ყურაშვილის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, 2012 წლის 14 მარტს კრედიტორთა პირველ კრებაზე გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.
2012 წლის 18 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნული ბიურო ს წარმომადგენელმა ნათია სახოკიამ, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა დღის წესრიგით: კრედიტორთა მოთხოვნათა რეესტრში ლილი ვეშაპიძის მემკვიდრის გოჩა ლაშქარაშვილის კრედიტორად აღიარებისა და ვაჟა ფანჩულიძის განცხადების განხილვა მოთხოვნის უფლების დათმობასთან დაკავშირებით.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, თანდართული მასალები, მიაჩნია, რომ გაკოტრების მმართველის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 . კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 25 ივნისს 1000 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ( მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29.
2. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებგვერდზე www. TCC.GOV.GEდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თ. ჭუნიაშვილი