განჩინება შპს „ელიტა-99“-ის კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/392-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/392-12

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

2012 წლი 5 აპრილი

 

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი: მოვალე შპს „ელიტა-99“

საიდენტიფიკაციო კოდი: 232540783

წარმომადგენელი: კახაბერ ყურაშვილი (დირექტორი)

 

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გაკოტრების მმართველის –აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება მოვალე შპს „ელიტა-99“-ის კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

2011 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ელიტა-99“-ის დირექტორმა კახაბერ ყურაშვილმა და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 იანვრის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო). 2012 წლის 14 მარტის კრედიტორთა კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყეტილება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისა და გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ.

2012 წლის 5 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა –აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ნათია სახოკიამ, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, თანდართული მასალები, მიაჩნია, რომ გაკოტრების მმართველის განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში, მოთხოვნის წარმოდგენიდან მე-5 დღეს.

სასამართლოს იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე მუხლებით, საქართველის საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 10 აპრილს 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, (მდებარე: ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6, სხდომის დარბაზი №29) შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელება ან შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა;

1.2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები.

2. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებ-გვერდზე: WWW.TCC.GOV.GEდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე      თამარ ჭუნიაშვილი