განჩინება-"ელიტა-99" -ის კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/392-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

2012 წლის 7  სექტემბერი              

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი: შპს „ელიტა-99“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 232540783)

დირექტორი – კახაბერ ყურაშვილი

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ელიტა-99“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2011 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ელიტა-99“-ის დირექტორმა კახაბერ ყურაშვილმა და ითხოვა აღნიშნული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში, შპს „ელიტა-99“-ის გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

2012 წლის 6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წარმაოდგინა შპს „ელიტა-99“-ის გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მიაჩნია, რომ დანიშნული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს საკითხი: შპს „ელიტა-99“-ის სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 27 სექტემბერს 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6, დარბაზი №29);

2. შპს „ელიტა-99“-ის გაკოტრების მმართველს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება, კრედიტორთათვის კრედიტორთა კრების ჩატარების დროის თაობაზე შეტყობინებების დაგზავნა, ასევე განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზე;

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ამავე სასამართლოში მხარეებისათვის განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

   მოსამართლე           თ. ჭუნიაშვილი