1. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს სამსახურს სარჩელის ამ დებულების მე-15
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
2. თუ პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, ან/
და წარმოადგინოს ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან
ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.
3. სამსახური უფლებამოსილია,მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
4. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით.
5.
მხარეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს