1. სამედიცინო მედიაციის მომსახურების საფასურის გადახდევინება წარმოებს:
ა) სარჩელზე;
ბ) შეგებებულ სარჩელზე.
2. სამსახურის მიერ რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისათვის მომსახურების საფასური მოსარჩელე იურიდიული პირისათვის განისაზღვრება 500 ლარით, რომელიც შეი
ტანება მხარის მიერ სამსახურის ანგარიშზე.
3. თუ ერთ სარჩელში ერთი ან სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე,რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მომსახურების საფასური გადაიხდევინება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე.
4. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: სამსახურის მომსახურების საფასური და სპეციალისტისათვის, ექსპერტებისათვის და თარჯიმნისათვის ასანაზღაურებელი თანხები.
5. სამსახურს, ცალკეულ შემთხვევებში, შეუძლია მხარეს გადაუდოს ან განუწილვადოს მომსახურების საფასურის გადახდა.
6. მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის ან საქმის მორიგებით დამთავრების შემთხვევაში, სამსახურის მომსახურების საფასურის ოდენობა შეიძლება შემცირდეს 40%-ით.
7. სამსახურის მომსახურების საფასური წინასწარ შეაქვს მოსარჩელეს, ხოლო დავის გ
ანხილვასთან დაკავშირებული ხარჯები – მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
8. იმ მხარის მიერ გაღებული დავის განხილვის ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორემ ხარეს, თუ იგი იურიდიული პირია.
9. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ, თუ მოსარჩელემ, მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით, სამსახური მოპასუხეს, თუ იგი იურიდიული პირია, დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული დავის
განხილვის ხარჯების ანაზღაურებას. თუ
ქმედების შესრულება ხდება სამსახურის ინიციატივით, მაშინ თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბრად