სს „საქელექტრომანქანის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ზ. დარჩიაშვილის მიერ 2012 წლის 14 ივნისს გამოცხადებული და ა/წ 10 ივლისს დანიშნული რიგგარეშე კრების არ გამართვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება “საქელექტრომანქანის” განცხადება
(ს/კ 206028207 საქართველო, თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის მე-3 შესახვევი, ტე.: (99532) 2773499)
ყოფილი გენერალური დირექტორის ზ. დარჩიაშვილის მიერ 2012 წლის 14 ივნისს გამოცხადებული და ა/წ 10 ივლისს დანიშნული რიგგარეშე კრება არ გაიმართება შემდეგი მიზეზების გამო:
ყოფილმა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე მურჯიკნელმა, სავარაუდოდ ზ. დარჩიაშვილის მითითებით, თვითნებურად გასცა რეკომენდაცია რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ. მას არ ჰქონდა ერთპიროვნული უფლება რიგგარეშე კრების მოწვევისა. რიგგარეშე კრების მოწვევისათვის აუცილებელი იყო დაცული ყოფილიყო „მეწარმეთა შესახებ” კანონით განსაზღვრული პროცედურები. კერძოდ, უნდა მოეწვია სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და საბჭოს უნდა განეხილა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ საკითხი და კენჭისყრის შედეგად გადაწყვეტილიყო რიგგარეშე კრების მოწვევა. კ. მურჯიკნელს არ მოუწვევია სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და, შესაბამისად, საბჭოს არ უმსჯელია ამ საკითხზე, რასაც ადასტურებენ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თეიმურაზ ინდუაშვილის განცხადებით, არაერთხელ მოითხოვა გამოცხადებულიყო საბჭოს თავმჯდომარე სააქციო საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე საზოგადოების საჭირბოროტო სხვადასხვა საკითხების განსახილველად, მაგრამ ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არცერთხელ არ გამოცხადებულა სააქციო საზოგადოებაში.
ასეთი და სხვა შეცდომა-გადაცდომისა თუ მიზანმიმართული ქმედებისათვის დღეისათვის გათავისუფლებულია ზაურ დარჩიაშვილი გენერალური დირექტორის, ხოლო კონსტანტინე მურჯიკნელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან.
აქციონერებს, რომელთაც სურვილი გააჩნიათ რიგგარეშე კრების მოწვევისა, მიმართონ სამეთვალყურეო საბჭოს, „მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, დაასაბუთონ აუცილებლობა რიგგარეშე კრების მოწვევისა. სამეთვალყურეო საბჭო მოიწვევს აქციონერთა რიგგარეშე კრებას ისე, როგორც „მეწარმერთა შესახებ” კანონითაა განსაზღვრული.
გენერალური დირექტორი თ. ებანოიძე
2012 წლის 20 ივნისი