„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6443-რს
სარეგისტრაციო კოდი
280060000.05.001.016810
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. იმ პირთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით

ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პენსიონერს უგრძელდება ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული პენსიის მიღების უფლება კომპეტენტურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში გადამოწმებამდე. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ დადგენილი აქვს ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, 2012 წლის 1 სექტემბრამდე დაენიშნება (მიეცემა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობის პენსია. პენსიის სხვა საფუძვლით მიმღებ პირს უგრძელდება დანიშნული პენსიის მიღების უფლება პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საპენსიო კანონმდებლობიდან.“.

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, რომელსაც 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ დადგენილი აქვს ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 12 ივნისი.

№6443-რს