საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართგელოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.10.2000 ძალადაკარგული 13.12.2000
გამომცემი ორგანო
ნომერი
№202
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.001.000.746
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 27/03/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის ურთიერთვალდებულებების არსებული თანაფარდობიდან გამომდინარე, ყველა დონის ბიუჯეტის სტაბილური საშემოსავლო ბაზის ფორმირების მიზნით

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

განისაზღვროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებში მოგების და საშემოსავლო გადასახადიდან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივები 2000-2003 წლებისათვის თითოეულ გადასახადზე 99 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 2

განისაზღვროს საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მოგების და საშემოსავლო გადასახადიდან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივები 2000-2003 წლებისათვის თითოეულ გადასახადზე 60 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 3

განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო ორგანოების მიერ მობილიზებული საბაჟო გადასახადიდან ანარიცხის გრძელვადიანი ნორმატივი 2000-2003 წლებისათვის 50 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 4

1. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 აპრილიდან.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი „სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“.

საქართველოს პრეზიდენტი           ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 10 მარტი.

№202–IIს