„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6340-1
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების ს ამსახურის უფროსის

ბრძანება № 6340-1

2012 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.  „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის 28-ე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „ხელმოწერა”, „ბეჭედი” – მონაცემების სინამდვილის დადასტურებისთვის მოაწეროს ხელი და დასვას პირადნომრიანი ბეჭედი ან გაფორმების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭედი.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოწმობის ორივე ეგზემპლარი, გარდა საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით მოწმობის მხოლოდ ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევისა, დამოწმდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის პირადნომრიანი ბეჭდით ან გაფორმების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭდითა და ხელმოწერით.“;

გ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გაცემულ მოწმობაზე გააკეთოს აღნიშვნა „ანულირებულია“, რომელიც მოწმდება თანამშრომლის პირადნომრიანი ბეჭდით (პორტალის შემთხვევაში);“;

დ) მე-8 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში გამგზავნი საგადასახადო ორგანო ან სისტემაში დაშვებული პირი უზრუნველყოფს TIR წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად შეტანას მოწმობის ელექტრონულ ფორმატში. წიგნაკის შესაბამის (თეთრ და მწვანე) ფურცლებზე და ყუაზე აღინიშნება ASYCUDA-ს მიერ მინიჭებული „D” ნომერი. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი, მონაცემთა დადატურების მიზნით, აწერს ხელს, მიუთითებს შევსების თარიღს და სვამს პირადნომრიან ბეჭედს ან გაფორმების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალ ბეჭედს .“;

დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. TIR წიგნაკს კონტროლიდან ხსნის დანიშნულების საგადასახადო ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. კონტროლიდან მოხსნის მიზნით, TIR წიგნაკის 27-ე გრაფაში მიეთითება „ASYCUDA”-ს მიერ მინიჭებული „R” ნომერი; 28-ე გრაფაში  დაესმება საგადასახადო ორგანოს დამღა „მოხსნილია კონტროლიდან”, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება კონტროლიდან მოხსნის თარიღი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი ან გაფორმების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭედი. “.

ე) დანართი №V–03 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი№V–03

 

„ -----“–––––– 20… წელი

 

ინფორმაცია

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  მიერ

 (პორტალის/სამმართველოს/განყოფილების/გეზ-ის)

 

20   წლის განმავლობაში გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებული ან უვარგისი იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ

 

იდენტიფიკაციის საშუალების დასახელება

დაზიანებული იდენტიფიკაციის საშუალების რიგითი №

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პასუხისმგებელი

თანამშრომლის ხელმოწერა                     -----------------------------------------------

პ/ნომრიანი ბეჭედი ან

გაფორმების დეპარტამენტის

შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის

მრგვალი ბეჭედი “;

 

ვ) 59-ე მუხლის:

ვ.ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქონლის გაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დეკლარაციისათვის  შეფასების „A“ნომრის მინიჭებით (გარდა ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაშვებისა). შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი. იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო დეკლარაციისათვის შტრიხ-კოდის მინიჭება ავტომატურად ვერ ხორციელდება, გაფორმების დასრულება დასტურდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შტამპით – „გაშვება ნებადართულია“, პირადნომრიანი ბეჭდით (პორტალის შემთხვევაში), თარიღისა და ხელმოწერის მითითებით.“;           

ვ.ბ)მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) 61-ე მუხლის „ლ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მე-15 გრაფაში – „საგადასახადო აღნიშვნები“ – იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო დეკლარაციისათვის შტრიხ-კოდის მინიჭება ავტომატურად ვერ ხორციელდება, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, პირადნომრიანი ბეჭდით (პორტალის შემთხვევაში) და შესაბამისი შტამპით („გაშვება ნებადართულია”) დასტურდება დეკლარაციაში გაცხადებული საქონლის გაფორმების დასრულება თარიღის მითითებით. ბეჭდის დასმა შტამპის შიგნით დაუშვებელია. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და შტამპის ნომრები და წარწერა;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ. ებანოიძე