|
1. „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1)
ა) მე-17 მუხლის:
ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაინტერესებული პირი, სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“;
ა.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. განცხადებას უნდა დაერთოს საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ხელშეკრულება ან/და ანგარიშ-ფაქტურა/INVOICE ან/და პროფორმა ინვოისი).“;
ა.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის დასახელებას/სახელს და გვარს;
ბ) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) განმცხადებლის იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართს;
დ) მოთხოვნას;
ე) საქონლის კომერციულ დასახელებასა და აღწერილობას. ამასთან:
ე.ა) საქონლის კომერციული დასახელება მიეთითება ისე, როგორც ის არის მოცემული ხელშეკრულებაში ან/და ანგარიშ-ფაქტურაში/„INVOICE“–ში ან/და პროფორმა ინვოისში;
ე.ბ) საქონლის აღწერილობა უნდა მოიცავდეს იმ ძირითადი მახასიათებლებისა და თვისებების აღწერას, რომლებიც იძლევიან კლასიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელ ინფორმაციას (ასე, მაგალითად: საქონლის დანიშნულება; ძირითადი მასალა, რომლისგანაც დამზადებულია საქონელი; ფუნქცია, რომელიც უნდა შეასრულოს საქონელმა; მისი გადამუშავების ხარისხი (თუ ასეთი მონაცემები განსაზღვრავს მის თვისებებს); საქონლის მწარმოებლის მიერ დადგენილი საფირმო დასახელება; მოდელი და სხვ.);
ვ) წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისათვის ფაქტობრივად წარდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალს;
ზ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას (განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში).“;
ა.დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) №1–III–01 და №1–III–02 დანართები ამოღებულ იქნეს;
გ) №1–III–03 და №1–III–04 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1–III–03
|
შემოსავლების სამსახური
|
|
დაინტერესებული პირი
|
სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება საქართველოს საბაჟო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე
|
|
საქონლის მწარმოებელი
|
გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
|
|
განცხადებასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტები:
|
|
საქონლის აღწერილობა:
|
|
საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად
|
გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი
---------------- ------------------
(სახელი გვარი) (ხელმოწერა)
|
|
გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი
№ ––– “––––“ ––––––––––––––– 20 წ.
ქ. თბილისი
|
|
წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის IV თავითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, წინასწარი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში – წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის შემოსავლების სამსახურში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) წარდგენის გზით. აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
დანართი №1–III–04
|
შემოსავლების სამსახური
|
|
დაინტერესებული პირი
|
საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება საქართველოს საბაჟო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე
|
|
განცხადებასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტები:
|
გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
|
|
საქონლის გამგზავნი (ექსპორტიორის დასახელება, მისამართი, ქვეყანა)
|
|
საქონლის მიმღები (მიმღების დასახელება, მისამართი ქვეყანა)
|
|
სატრანსპორტო საშუალების სახეობა და მარშრუტი (თუ ასეთი ცნობილია)
|
|
შეფუთვის ნიშნები
|
|
ბრუტო წონა (კგ)
|
|
რაოდენობა
|
|
საქონლის აღწერილობა:
|
|
საქონლის წარმოშობის ქვეყანა
|
გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი
---------------- ------------------
(სახელი გვარი) (ხელმოწერა)
|
|
გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი
№ ––– “––––“ ––––––––––––––– 20 წ.
ქ. თბილისი
|
|
წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის IV თავითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, წინასწარი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში – წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის შემოსავლების სამსახურში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) წარდგენის გზით. აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
|
2. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) დანართი №2-I-02 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2-I-02
ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის ნუსხა, რომელთა მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების საბაჟო ფორმალობები ხორციელდება პრიორიტეტული წესით
|
სეს ესნ კოდი
|
საქონლის დასახელება
|
განმარტებები
|
|
1
|
2
|
3
|
|
01 ჯგუფიდან
|
ცოცხალი ცხოველები
|
|
|
0101
|
ცხენები, ვირები, ჯორები და ჯორცხენები ცოცხალი
|
ყველა
|
|
0102
|
მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები, ცოცხალი
|
ყველა
|
|
0103
|
ღორები ცოცხალი
|
ყველა
|
|
0104 10
|
ცხვრები ცოცხალი
|
ყველა
|
|
0104 20
|
თხები ცოცხალი
|
ყველა
|
|
0105
|
შინაური ფრინველი ცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები
|
ყველა
|
|
0106
|
ცოცხალი ცხოველები დანარჩენი:
|
ყველა
|
|
0106 11 00
|
პრიმატები
|
ყველა
|
|
0106 12 00
|
ვეშაპები, დელფინები და ზღვის გოჭები (ძუძუმწოვრები Cetacea რიგისა); ლამანტინები და დიუგონები (ძუძუმწოვრები Sirenia რიგისა) სელაპები, ზღვის ლომები და ლომვეშაპები (ძუძუმწოვრები Pinnipedia ქვერიგისა)
|
ყველა
|
|
0106 13
|
აქლემები და სხვა აქლემებისნაირნი
|
ყველა
|
|
0106 14
|
ბოცვერები და კურდღლები
|
ყველა
|
|
0106 14 10
|
ბოცვრები შინაური
|
ყველა
|
|
0106 14 90
|
დანარჩენი
|
ბოცვერი და კურდღელი, შინაური ბოცვრის გარდა
|
|
0106 19
|
დანარჩენი
|
ძუძუმწოვრები, 0101, 0102, 0103, 0104, 0106 12, 0106 13 და 0106 14 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა; მოიცავს ძაღლებს და კატებს
|
|
0106 20 00
|
რეპტილიები (გველთა და კუთა ჩათვლით)
|
ყველა
|
|
0106 31 00
|
მტაცებელი ფრინველები
|
ყველა
|
|
0106 32 00
|
თუთიყუშისებრნი (თუთიყუშების, არასა და კაკადუს ჩათვლით)
|
თუთიყუშები, გრძელკუდა თუთიყუშები, არასა და კაკადუს ჩათვლით
|
|
0106 33
|
სირაქლემები; ემუ (Dromaius novaehollandiae)
|
ყველა
|
|
0106 39
|
დანარჩენი
|
ფრინველები, 0105, 0106 3100, 0106 3200 და 0106 33 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა; მოიცავს მტრედებს
|
|
0106 41
|
ფუტკრები
|
ყველა
|
|
0106 49
|
დანარჩენი
|
დანარჩენი მწერები, ფუტკრების გარდა
|
|
0106 90 00
|
დანარჩენი
|
ყველა სხვა ცოცხალი ცხოველი, რომლებიც არ შედიან სხვა სასაქონლო პოზიციაში, ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და რეპტილიების გარდა. მოცემულ სასაქონლო პოზიციაში შედიან ცოცხალი ბაყაყები, იმის მიუხედავად, არიან ისინი ვივარიუმში ცოცხლად შენახვისათვის, თუ საკლავად ადამიანის მოხმარებისთვის
|
|
02 ჯგუფიდან
|
ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები
|
|
|
0201
|
ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული
|
ყველა
|
|
0202
|
ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული
|
ყველა
|
|
0203
|
ხორცი ღორისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
|
ყველა
|
|
0204
|
ხორცი ცხვრისა ან თხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
|
ყველა
|
|
0205 00
|
ხორცი ცხენების, ვირების, ჯორების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული
|
ყველა
|
|
0207
|
ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
|
ყველა
|
|
0208
|
სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული:
|
ყველა
|
|
0208 10
|
ბოცვრებისა და კურდღლების
|
ყველა
|
|
0208 30 000 00
|
პრიმატების
|
ყველა
|
|
0208 40
|
ვეშაპების, დელფინებისა და ზღვის გოჭების (Cetacea რიგის ძუძუმწოვრების); ლამანტინებისა და დიუგონების (Sirenia რიგის ძუძუმწოვრების); სელაპების, ზღვის ლომების და ლომვეშაპების (Pinnipedia რიგის ძუძუმწოვრების)
|
ყველა
|
|
0208 50 000 00
|
რეპტილიების (გველთა და კუთა ჩათვლით)
|
ყველა
|
|
0208 60 000 00
|
აქლემების და სხვა აქლემებისნაირების (Camelidae)
|
ყველა
|
|
0208 90
|
დანარჩენი:
|
|
|
0208 90 100 00
|
--შინაური მტრედების
|
ყველა
|
|
0208 90 300 00
|
– – ნანადირევის, ბოცვრების ან კურდღლების გარდა:
|
ყველა
|
|
0208 90 600 00
|
— — ჩრდილოეთის ირმების
|
ყველა
|
|
0208 90 700 00
|
— — ბაყაყის თათები
|
ყველა
|
|
0208 90 980 00
|
— — დანარჩენი
|
ყველა
|
|
0210
|
ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცისა ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან
|
ყველა
მოიცავს ხორცს, ხორცის პროდუქტებს და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს. მოიცავს დამუშავებულ ცხოველურ ცილას და გამხმარ (ხმელ) ღორის ყურებს ადამიანის მოხმარებისთვის.
ძვლები ადამიანის მოხმარებისათვის განსაზღვრულია სასაქონლო კოდით 0506;
ძეხვი შედის 1601 00 სასაქონლო კოდში;
ხოხოზიკი შედის 2301 სასაქონლო კოდში
|
|
03 ჯგუფიდან
|
თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები
|
|
|
0301
|
ცოცხალი თევზი
|
ყველა მოიცავს კალმახს, გველთევზებს, კობრს და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის განკუთვნილ სხვა ნებისმიერი სახეობის თევზებს მოშენებისთვის ან გამრავლებისთვის
|
|
|
-დეკორატიული თევზი:
|
|
|
0301 11 000 00
|
--მტკნარი წყლის თევზი
|
ყველა
|
|
0301 19 000 00
|
--დანარჩენი
|
ყველა
|
|
0302
|
თევზი ახალი ან გაცივებული, თევზის ფილესა და 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის სხვა ხორცის გამოკლებით
|
ყველა
მოიცავს ღვიძლს და ქვირითს, ახალს ან გაციებულს სასაქონლო კოდით
0302 90 000 00
|
|
0303
|
თევზი გაყინული, თევზის ფილეს და 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ხორცის გამოკლებით
|
ყველა
მოიცავს ღვიძლს და ქვირითს, გაყინულს, სასაქონლო
კოდით 0303 90
|
|
0304
|
თევზის ფილე და თევზის ხორცი დანარჩენი (ფარშის ჩათვლით), ახალი, გაცივებული ან გაყინული
|
ყველა
|
|
0305
|
თევზი ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: თევზი ცივად ან ცხლად შებოლილი; თევზის ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები, საკვებად ვარგისი
|
ყველა
მოიცავს სხვა თევზის პროდუქტებს, როგორებიცაა, ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები, საკვებად დამზადებული. მოიცავს თევზის თავებს, კუდებს და სხვა მეთევზეობის პროდუქტებს
|
|
0306
|
კიბოსნაირნი, ბაკანში ან ბაკნის გარეშე, ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; კიბოსნაირნი შებოლილი, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, რომელმაც შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება; კიბოსნაირნი ბაკანში, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, გაცივებული ან გაუცივებელი, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები კიბოსნაირებისაგან, საკვებად გამოსაყენებელი
|
ყველა
|
|
0307
|
მოლუსკები, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; მოლუსკები შებოლილი, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, რომლებმაც შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები მოლუსკებისგან, საკვებად გამოსაყენებელი
|
მოიცავს მოლუსკებს მოხარშულსა და შემდეგ შებოლილს.
სხვა მოხარშული მოლუსკები შედის 1605 სასაქონლო კოდში.
|
|
0308
|
წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან, ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან, შებოლილები, რომლებმაც შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები წყლის სხვა უხერხემლოებისაგან, საკვებად გამოსაყენებელი
|
ყველა
|
|
04 ჯგუფიდან
|
რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი და ჩაურთველი
|
|
|
0401
|
რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატების გარეშე
|
ყველა
რძე: მოიცავს უმ (დაუმუშავებელ) რძეს, პასტერიზებულს, ან თერმულად დამუშავებულს, მათ შორის, გაყინული. მოიცავს რძის ფრაქციებს. რძე ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი არის დაფარული ამ სასაქონლო პოზიციით, ხოლო ცხოველის საკვები რძის შემცველობით დაფარულია სასაქონლო კოდით 2309. რძე თერაპიული/ პროფილაქტიკური მიზნებისათვის არის დაფარული სასაქონლო კოდით 3001
|
|
0402
|
რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის ან
|
ყველა
|
|
|
სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით
|
მათ შორის, რძე ახალშობილებისთვის
|
|
0403
|
დო, აჭრილი რძე და ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლისა ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე
|
ყველა
მოიცავს ნაღებს (კრემს), არომატიზებულს ან ხილის შემცველს, გაყინულ და ფერმენტირებულ რძეს, ადამიანის მოხმარებისთვის (საკვებად). ნაყინი არის დაფარული სასაქონლო კოდით 2105 00. სასმელები რძის შემცველი, კაკაოს ან სხვა ნივთიერებების დამატებით, დაფარულია სასაქონლო კოდით 2202
|
|
0404
|
რძის შრატი, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე; პროდუქტები რძის ნატურალური კომპონენტებისაგან, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
|
ყველა
მოიცავს რძის პროდუქტებს ჩვილი ბავშვებისათვის. მოიცავს სასაქონლო კოდს 0404 10 480 00
– მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხსენი, თხევადი ფორმით, ცხიმგამოცლილი და კაზეინის გარეშე, ადამიანის საკვებად, ხოლო სასაქონლო კოდი 0404 90 210 00
– სწრაფად გამომშრალი ხსენი შემცირებული ცხიმით, ფხვნილი კაზეინის გარეშე, ადამიანის მოხმარებისთვის
|
|
0405
|
კარაქი და რძის სხვა ცხიმები და ზეთები; რძის პასტები
|
ყველა
მოიცავს რძის პასტებს
|
|
0406
|
ყველი და ხაჭო
|
ყველა
|
|
0407
|
ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული
|
ყველა
|
|
|
– ინკუბირებისათვის:
|
ყველა
|
|
0407 11 000 00
|
შინაური ქათმის, (Gallus domesticus):
|
ყველა
|
|
0407 19
|
დანარჩენი:
|
ყველა
|
|
|
– კვერცხი ახალი, დანარჩენი:
|
ყველა
|
|
0407 21 000 00
|
შინაური ქათმის (Gallus domesticus):
|
ყველა
|
|
0407 29
|
დანარჩენი:
|
ყველა
|
|
0407 90
|
– დანარჩენი
|
სხვა კვერცხი ადამიანის საკვებად ვარგისი ან გამოუსადეგარი
|
|
0408
|
ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
|
ყველა
მოიცავს კვერცხის პროდუქტებს, რომლებიც არის ან არ არის სითბურად დამუშავებული და არ გამოიყენება ადამიანის მოხმარებისათვის
|
|
0504 00 000 00
|
ცხოველების (თევზების გარდა) ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად, ახალი, გაცივებული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, ხმელი ან შებოლილი
|
ყველა
მოიცავს კუჭებს, ბუშტებს და ნაწლავებს გაწმენდილს, დამარილებულს, გამხმარს ან თერმულად დამუშავებულს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ან ფრინველის წარმოშობის
|
|
0511 10 000 00
|
- ხარის სპერმა
|
ყველა
|
|
0511 91
|
- - თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკებისა და წყლის სხვა უხერხემლოების პროდუქტები; დავარდნილი ცხოველები 03 ჯგუფიდან
|
ყველა
თევზის ნარჩენების გარდა (სეს ესნ კოდი 0511 91 100 00), თევზის განაყოფიერებული ქვირითი, თევზის კრიოდაკონსერვებული სპერმა
|
|
0511 99 100 00
|
– – – ძარღვები და მყესები; დამუშავებული ტყავის ჩამონაჭრები და ანალოგიური ნარჩენები
|
ყველა
|
|
0511 99 310 00
|
– – – – დაუმუშავებელი
|
ყველა, მხოლოდ თუ ადამიანის მოხმარებისთვისაა განკუთვნილი
თუ ადამიანის მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, მაშინ მხოლოდ ის, რომელიც შინაური ცხოველების საკვებადაა განკუთვნილი
|
|
0511 99 390 00
|
– – – – დანარჩენი
|
ყველა, მხოლოდ თუ ადამიანის მოხმარებისთვისაა განკუთვნილი
თუ ადამიანის მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, მაშინ მხოლოდ ის, რომელიც შინაური ცხოველების საკვებადაა განკუთვნილი
|
|
0511 99 85
|
– – – დანარჩენი
|
თუთის აბრეშუმხვევიას გრენა, ემბრიონები, სპერმა, რომელიც არ არის დაფარული 0511 10 სასაქონლო კოდით
|
|
1601 00
|
ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; მზა კვების პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე
|
ყველა
მოიცავს სხვადასხვა ფორმის ხორცის დაკონსერვებულ პროდუქტებს
|
|
30 ჯგუფიდან
|
ფარმაცევტული პროდუქცია
|
|
|
3002
|
სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნებით გამოსაყენებლად; იმუნური შრატები და სისხლის დანარჩენი ფრაქციები და იმუნოლოგიური პროდუქტები როგორც მოდიფიცირებული, ასევე მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით; ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები (საფუარების გარდა) და ანალოგიური პროდუქტები:
|
|
|
3002 12 000 00
|
– – იმუნური შრატები და სისხლის დანარჩენი ფრაქციები
|
იმუნური შრატები, სისხლის სხვა ფრაქციები და იმუნოლოგიური პროდუქტები როგორც მოდიფიცირებული ასევე მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით.
იმუნური შრატები მხოლოდ ცხოველური წარმოშობის. გამორიცხავს მზა სამკურნალო პროდუქტებს განკუთვნილს საბოლოო მომხმარებლისათვის
|
|
3002 13 000 00
|
– – იმუნური პროდუქტები, შეურეველი, დაუფასოვებელი დოზირებული წამლის ფორმებად ან საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილ ფორმებად ან საფუთავებად
|
გამორიცხავს მზა სამკურნალო პროდუქტებს განკუთვნილს საბოლოო მომხმარებლისათვის
|
|
3002 14 000 00
|
– – იმუნური პროდუქტები, შერეული, დაუფასოვებელი დოზირებული წამლის ფორმებად ან საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილ ფორმებად ან საფუთავებად
|
გამორიცხავს მზა სამკურნალო პროდუქტებს განკუთვნილს საბოლოო მომხმარებლისათვის
|
|
3002 15 000 00
|
– – იმუნური პროდუქტები, დაფასოვებული დოზირებული წამლის ფორმებად ან საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილ ფორმებად ან საფუთავებად
|
გამორიცხავს მზა სამკურნალო პროდუქტებს განკუთვნილს საბოლოო მომხმარებლისათვის
|
|
3002 19 000 00
|
- - დანარჩენი
|
ჰემოგლობინი, სისხლის გლობულინები და შრატის გლობულინები როგორც მოდიფიცირებული, ასევე მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით. მხოლოდ ცხოველისგან მიღებული მასალა. სისხლის ფრაქციები და იმუნოლოგიური პროდუქტები როგორც მოდიფიცირებული, ასევე მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით-ადამიანური წარმოშობის გარდა. მხოლოდ ცხოველისგან მიღებული მასალა
|
|
3002 90 300 00
|
ცხოველების სისხლი, დამზადებული პროფილაქტიკური, თერაპიული ან დიაგნოსტიკური მიზნებისათვის
|
ყველა
|
|
3002 90 500 00
|
– – მიკროორგანიზმების კულტურები
|
პათოგენები და პათოგენების კულტურები
|
|
3002 90 900 00
|
– – დანარჩენი
|
პათოგენები და პათოგენების კულტურები
|
|
41 ჯგუფიდან
|
დაუმუშავებელი ტყავები (ნატურალური ბეწვის გარდა) და გამოქნილი ტყავი
|
|
|
4101
|
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კამეჩების ჩათვლით) ან ცხენების ოჯახის ცხოველების დაუმუშავებელი ტყავები (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ გაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუქნელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, გაყოფილი ან არა
|
ვეტერინარული კონტროლი ვრცელდება მხოლოდ ახალ, გაცივებულ ან დამუშავებულ ტყავზე, მათ შორის, გამხმარ (გამომშრალ), მშრალდამარილებულ, სველდამარილებულ, ან დაკონსერვებულზე, გარდა სათრიმლავი ან ეკვივალენტური პროცესისა
|
|
4102
|
ცხვრისა ან ბატკნის დაუმუშავებელი ტყავები (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ გაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუქნელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), მატყლის საფარით ან მის გარეშე, გაყოფილი ან არა
|
გარდა ტყავები ბეწვისა ან მატყლის საფარით, დაუმუშავებელი, გათრიმლული, ან გამოქნილი (ჯგუფი 43); მაგრამ დაუმუშავებელი ტყავები ბეწვის ან მატყლის საფარით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კამეჩების ჩათვლით), ცხენების, ცხვრების ან ბატკნების (გარდა ასტრახანის, დუმიანის, კრაველის, სპარსული და ანალოგიური ჯიშებისა, აგრეთვე, ინდური, ჩინური, მონღოლური ან ტიბეტური ჯიშებისა), თხებისა და ციკნების (გარდა იემენის, მონღოლურის და ტიბეტურის ჯიშებისა), ღორების (ამერიკული ველური ღორების ჩათვლით), არჩვების, ქურციკების, ჩრდილოეთის ირმების, ლოსების, ირემლაღების, შვლებისა ან ძაღლებისა უნდა ჩაირთოს 41-ე ჯგუფში. ვეტერინარული კონტროლი ვრცელდება მხოლოდ ახალ, გაცივებულ ან დამუშავებულ ტყავზე, მათ შორის, გამხმარ (გამომშრალ), მშრალდამარილებულ, სველდამარილებულ, ან დაკონსერვებულზე, გარდა სათრიმლავი ან ეკვივალენტური პროცესისა
|
|
4103
|
სხვა დაუმუშავებელი ტყავები (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ გაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუქნელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, გაყოფილი ან არა
|
გარდა ტყავები ბეწვისა ან მატყლის საფარით, დაუმუშავებელი, გათრიმლული, ან გამოქნილი (ჯგუფი 43); მაგრამ დაუმუშავებელი ტყავები ბეწვისა ან მატყლის საფარით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კამეჩების ჩათვლით), ცხენების, ცხვრების ან ბატკნების (გარდა ასტრახანის, დუმიანის, კრაველის, სპარსული და ანალოგიური ჯიშებისა, აგრეთვე, ინდური, ჩინური, მონღოლური ან ტიბეტური ჯიშებისა), თხებისა და ციკნების (გარდა იემენის, მონღოლურის და ტიბეტურის ჯიშებისა), ღორების (ამერიკული, ველური ღორების ჩათვლით), არჩვების, ქურციკების, ჩრდილოეთის ირმების, ლოსების, ირემლაღების, შვლებისა ან ძაღლებისა უნდა ჩაირთოს 41-ე ჯგუფში.
ვეტერინარული კონტროლი ვრცელდება მხოლოდ ახალ, გაცივებულ ან დამუშავებულ ტყავზე, მათ შორის, გამხმარ (გამომშრალ), მშრალდამარილებულ, სველდამარილებულ, ან დაკონსერვებულზე, გარდა სათრიმლავი ან ეკვივალენტური პროცესისა
|
|
9508 10 000 00
|
მოძრავი ცირკები და მოძრავი სამხეცეები
|
მხოლოდ ცოცხალი ცხოველები
|
|
9508 90 000 00
|
დანარჩენი
|
მხოლოდ ცოცხალი ცხოველები“.
|
3. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):
ა) მე-14 მუხლის 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალური ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციის 51 მუხლის ან მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებულ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულებებს საბაჟო ორგანო იტოვებს ასლის სახით, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით.“;
ბ) 141 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალური ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციის 51 მუხლის ან მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულებებს საბაჟო ორგანო იტოვებს ასლის სახით, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით.“.
|