„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №304 |
|
2021 წლის 18 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:
1. „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4): ა) პირველი მუხლის: ა.ა) მე-9 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ“ ქვეპუნქტი: „დ.გ) შიდა გადამუშავებისას.“; ა.ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. შიდა გადამუშავებისას ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით, შემოსავლების სამსახურს განცხადებასთან ერთად წარედგინება უფლებრივად უნაკლო ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა. 12. უძრავი ქონების იპოთეკის უფლების წარმოშობისათვის შემოსავლების სამსახურსა და უძრავი ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება იპოთეკის ხელშეკრულება (დანართი №4-04), რომელიც ძალაში შედის მარეგისტრირებელ ორგანოში (საჯარო რეესტრში) რეგისტრაციის მომენტიდან.“; ა.გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები: „13. იპოთეკის უფლების წარმოშობის, ცვლილებისა და შეწყვეტის რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში უზრუნველყოფს უძრავი ქონების მესაკუთრე. 14. შიდა გადამუშავებისას თავდებსა და შემოსავლების სამსახურს შორის თავდებობის ხელშეკრულების გასაფორმებლად დეკლარანტი საბაჟო ორგანოში წარადგენს ამ ინსტრუქციის დანართი №4-05-ის შესაბამის განცხადებას, რომელსაც უნდა ერთოდეს: ა) თავდების საკუთრებაში არსებული უფლებრივად უნაკლო უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით – ამ ქონებაზე თავდების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ ან/და ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო ხაზინაში შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე (სახაზინო კოდი – 302002000) თავდებობის თანხის (დეპოზიტი) შეტანის შესახებ ან/და გ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია ან/და დ) დაზღვევის პოლისი.“; ბ) დანართი №4–03 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; გ) დანართი №4–03-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №4–04 და დანართი №4–05. 2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8): ა) დანართი №8-III-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ბ) დანართი №8-III-04 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) ნაწილი 10. „საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ „037“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „038“ კოდის გრაფა:
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.11.2021.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.11.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №304. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017527.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.11.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №304, 18.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017527 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5282041/