„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№292
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017523
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №292

2021 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული:

1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ7“ – „ჰ9“ ქვეპუნქტები:

„ჰ7) „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X დანართით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შევსებული და დადასტურებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“;

 ჰ8) „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის V დანართით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შევსებული და დადასტურებული „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“;

ჰ9) „მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X დანართით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შევსებული და დადასტურებული „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ“ და „ჰ6“ – „ჰ9“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინებები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით წარედგინება შემოსავლების სამსახურსა და სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს. ამასთან, წინასწარ შეტყობინებებთან ერთად ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება საქონლის შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა, მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.“.

2. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) „ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ „517-ე“ გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „518-ე“, „519-ე“ და „521-ე“ გრაფები:

„518

„ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“

519

„მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“

521

„აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინება““.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.11.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 05.11.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №292. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017523.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.11.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №292, 05.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017523 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5277917/