„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№279
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017725
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №279

2023 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი, არაუმეტეს 5 სხვადასხვა 4-ნიშნა სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული და არაუმეტეს 50 000 ლარის ღირებულების საქონელი (შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით იმპორტის წინასწარი შეტყობინების წარდგენას ან/და ბაზარზე განთავსებამდე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქონლის გარდა), რომელიც გაცხადებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში;

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვების მიუხედავად, აუცილებლობის შემთხვევაში, საქონელი შესაძლებელია დაექვემდებაროს საბაჟო გამშვებ პუნქტში გაფორმებას, მათ შორის, 50 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი და საქონლის საბაჟო ღირებულება განსაზღვრულია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.“.

2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) 25-ე მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი, არაუმეტეს 5 სხვადასხვა სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული და არაუმეტეს 50 000 ლარის ღირებულების საქონელი (გარდა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით იმპორტის წინასწარი შეტყობინების წარდგენას დაქვემდებარებული საქონლისა ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული იმ საქონლისა, რომლის ბაზარზე განთავსებამდე სავალდებულოა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების რეესტრში რეგისტრაცია), რომელიც გაცხადებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში;

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვების მიუხედავად, აუცილებლობის შემთხვევაში, საქონელი შესაძლებელია დაექვემდებაროს საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით გაფორმებას, მათ შორის, 50 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი და საქონლის საბაჟო ღირებულება განსაზღვრულია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.“.

ა.ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დანართი №8-V-02 ამოღებულ იქნეს.

3. „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი