სს "ლიბერთი კონსუმერი"-ს აქციონერთა განმეორებითი საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

2012 წლის 2 ივლისი

 

სს „ლიბერთი კონსუმერის“ აქციონერთა საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ 2012 წლის 27 ივნისს დანიშნული ს.ს. „ლიბერთი კონსუმერის“ (შემდგომში – „კომპანია“) აქციონერთა მორიგი საერთო კრება არ შედგა კ ვორუმის არარსებობის გამო. აქციონერთა განმეორებითი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2012 წლის 24 ივლისს 17:00 საათზე. კომპანიის აქციონერთა განმეორებითი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

 

1. საზოგადოების 2011 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;

2. დირექტორატის ანგარიში საზოგადოების 2011 წლის საქმიანობის შესახებ;

3. 2012 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა.

 

2012 წლის 24 ივლისს აქციონერთა განმეორებითი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:

 

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

 

1. დამტკიცდეს „ერნსტ ენდ იანგის“ მიერ აუდიტირებული კომპანიის 2011 წლის ფინანსური შედეგები.

 

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

 

2. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში კომპანიის 2011 წლის საქმიანობის შესახებ;

 

დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

 

3. არჩეულ იქნ ს „ერნსტ ენდ იანგი“ სს “ლიბერთი კონსუმერის” 2012 წლის შედეგების დამოუკიდებელ აუდიტორად .

 

კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ჩაჩავას ქუჩა 8 .

აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2012 წლის 24 ივლისს 17:00 საათზე.

აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნ 2012 წლის 13 ივლისიდან ს.ს. „ლიბერთი კონსუმერის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“ შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 74ა.