„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№168-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010240010.30.056.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კანონში (გაზეთი „აჭარა“, №251, 22.12.2004) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ხდება უმაღლესი საბჭოს მიერ კონსტიტუციური კანონის სახით და იგი კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“.

2. მე-19 მუხლის:

ა) 11 მუხლის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანონპროექტი სხვა საკანონმდებლო აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს კანონპროექტის მიღება;“.

ბ) 14 მუხლის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა);“.

3. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ნორმატიულ აქტში შევიდა ცვლილება, ნორმატიული აქტის სრული ტექსტის ოფიციალურად გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს ასეთი ცვლილების მიღებისა (გამოცემისა) და ძალაში შესვლის თარიღი.“.

4. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება, მისი შეტანის თარიღიც);“.

5. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის, აგრეთვე მათში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტების წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის, ასევე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს კომისიას ან ფრაქციას.“.

6. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26

1. ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების)) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.

2. ნორმატიულ აქტში ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი წესით, რომელშიც შედის ეს ცვლილება.

3. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შედის ეს ცვლილება. კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

4. ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი შესაძლებელია შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის, ქვეპუნქტის, დანართის (დანართის ნაწილის) სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების ან დამატების გათვალისწინებით ან მითითებას სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების თაობაზე.“.

7. 412 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 412. მონაცემები 2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებული ნორმატიული აქტის შესახებ

2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებულ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება. კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც აღნიშნული ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული, აქტის გამოქვეყნების თარიღი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარე                 . ვარშალომიძე

ჩაქვი,

2012 წლის 3 ივლისი

№168-უ.ს.რ.ს.