„აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF – Global), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – ბიზნეს-პარტნიორობის (BPG)“ ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №105/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №134/ნ
2012 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF – Global), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – ბიზნეს-პარტნიორობის (BPG)“ ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №105/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF – Global), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – ბიზნეს-პარტნიორობის (BPG)“ ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №105/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 110616022, 17/06/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016141) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF – Global), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – იდეიდან ბაზრისკენ” ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – იდეიდან ბაზრისკენ“ ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება.“;
გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF – Global), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – იდეიდან ბაზრისკენ“ ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება“;
დ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა(შემდგომში – ფონდი) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – იდეიდან ბაზრისკენ ერთობლივი სამეცნიერო გრანტების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) მიზანია: გააღვივოს ინტერესი ტექნოლოგიური მეწარმეობისადმი და ხელი შეუწყოს ინოვაციურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული იდეის წარმოდგენას ბაზარზე, მოახდინოს ყველაზე პერსპექტიული ახალი ტექნოლოგიების გამოვლენა და მხარდაჭერა.“;
ე) დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) დებულების მე-2 მუხლის „ვ“ და ,,ზ” პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ბენეფიციარი – გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქენი (ან მოქალაქე) მეცნიერები, ინჟინრები, ინოვატორები, რომლებიც მუშაობენ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს და პროექტის განხორციელების პერიოდში ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოში;
ზ) საბაზო ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; საბაზო ორგანიზაცია უზრუნველყოფს ბენეფიციართა პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;“;
ზ) დებულების მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) დებულების მე-2 მუხლის „ლ“ და „მ” პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საერთო საგრანტო დაფინანსება – ფონდის და CRDF Global-ის მიერ გამოყოფილი ჯამური საგრანტო დაფინანსება;
მ) საგრანტო ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული საბაზო ორგანიზაციის მიერ პროექტის სახსრებისთვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;“;
ი) დებულებისმე-2 მუხლის „ჟ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;
კ) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) უზრუნველყოფს CRDF Global-თან ერთად გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს.“;
ლ) დებულების მე-4 მუხლის პირველი , მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონკურსში მონაწილეობისათვის პროექტი ერთობლივად შემოაქვთ საბაზო ორგანიზაციასა და ბენეფიციარს.
2. პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი.
3. პროექტში დაგეგმილი კვლევა სრულდება საბაზო ორგანიზაციაში.
4. პროექტს შესაძლოა ჰყავდეს თანადამფინანსებელი ორგანიზაცია, რომელიც შესაძლოა იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებული და რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში ან აშშ-ში და სამეწარმეო საქმიანობას უნდა ეწეოდეს ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ ქვეყანაში (შემდგომში – კომპანია)“;
მ) დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ხელმძღვანელისა და მისი ზემდგომი პირის ერთსა და იმავე პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში ზემდგომ პირს საგრანტო დაფინანსება არ მიეცემა.“;
ნ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს საგრანტო დაფინანსება არ მიეცემა.“;
ო) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება თითოეულ პროექტზე არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.“;
პ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ბენეფიციარის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსება და დამხმარე პერსონალის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება ცალ-ცალკე არ უნდა აღემატებოდეს 1250 ლარს.“;
ჟ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თანადამფინანსებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამონაწილეობა პროექტის დაფინანსებაში უნდა გამოიხატოს ფულადი შენატანის სახით.
5. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის წარმომდგენი ბენეფიციარი არის კომპანიაში დასაქმებული პირი, იგი ვერ მიიღებს საგრანტო დაფინანსებას საერთო საგრანტო დაფინანსების თანხიდან.“;
რ) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება
1.პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს როგორც ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, ასევე არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის შემდეგ მუხლებს:
ა) ბენეფიციართა საგრანტო დაფინანსება: აღნიშნული კატეგორია გულისხმობს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ბენეფიციარის საგრანტო დაფინანსებას;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება: აღნიშნული კატეგორია გულისხმობს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურებას;
გ) მივლინება: სამივლინებო ხარჯები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განისაზღვრება „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად;
დ) საქონელი და მომსახურება: „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით გათვალისწინებული ხარჯები. აღნიშნული მუხლი არ უნდა ითვალისწინებდეს მივლინების ხარჯებს;
ე) არაფინანასური აქტივები: აღნიშნული კატეგორია გულისხმობს ძირითადი აქტივის შეძენის ხარჯს, რომელთა საექსპლოატაციო ვადა აღემატება ერთ წელს, მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ გამოიყენება მომსახურების პროცესში და ერთეულის ღირებულება შეადგენს 500 ლარს და მეტს და „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით, არაფინანსური აქტივების კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების გაწევას;
ვ) ზედნადები ხარჯები: აღნიშნული კატეგორია მოიცავს, საბაზო ორგანიზაციის მიერ გასაწევ ხარჯს, როგორიცაა: კავშირგაბმულობის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, მიზნობრივი/მუნიციპალური დასუფთავების, საბანკო მომსახურების, ტექნიკურ და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აგრეთვე გრანტით შეძენილი ძირითადი საშუალებების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ადმინისტრაციული მომსახურებისათვის გაწეულ შრომით დანახარჯებს.
2. გრანტის თანხებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, შენობა-ნაგებობის კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა და ა.შ.“;
ს) დებულების მე-7 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პროექტების ფონდში წარმოდგენა ელექტრონული სახით კომპაქტდისკზე (CD-R) კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ბენეფიციარს და საბაზო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ერთობლივ განცხადებასთან ერთად;“;
ტ) დებულების მე-7 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პროექტების მეორე ეტაპზე გადაყვანა საქართველოს და აშშ-ი ს ექსპერტების შეფასებების გათვალისწინებით და ფონდთან და სკგფ-სთან შეთანხმებით;“;
უ) დებულების მე-7 მუხლის „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) გამარჯვებულ პროექტებში მონაწილე საბაზო ორგანიზაციებსა და ბენეფიციარებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.“;
ფ) დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩ ა მოყალიბდეს შ ე მდეგი რედაქციით:
„2. მეორე ეტაპზე გადასასვლელი პროექტების გამოვლენა მოხდება საქართველოს და აშშ-ი ს ექსპერტების შეფასებების გათვალისწინებით და ფონდთან და სკგფ-სთან შეთანხმებით.“;
ქ) დებულების მე-10 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. დაუშვებელია კონკურსში ფონდის თანამშრომლის მონაწილეობა;“;
ღ) დებულების მე-10 მუხლს დაემატოს 12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„12. დაუშვებელია კონკურსში სამეცნიერო საბჭოს წევრის მონაწილეობა პროექტის ხელმძღვანელის, ბენეფიციარის ან დამხმარე პერსონალის სტატუსით.“;
ყ) დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საგრანტო ხელშეკრულება
1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე ბენეფიციართან და საბაზო ორგანიზაციებთან.
2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე საბაზო ორგანიზაცია ფონდს წარუდგენს წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება.
3. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნის ფონდსა და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ გამოგონებას დააპატენტებს გრანტის მიმღები, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 50% – გრანტის გამცემს და 50 % – გრანტის მიმღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.
4. გრანტის მიმღებს ეკრძალება შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების 5 წლის განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (ტერმინი „ნაწარმოები“ აქ გულისხმობს წიგნს, ბროშურას, კომპიუტერულ პროგრამას, რუკას, გეგმას, ესკიზს, ილუსტრაციას, თარგმანს, კრებულს, ენციკლოპედიას, ანთოლოგიას, მონაცემთა ბაზას და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაშრომებს).
5. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. დეკანოიძე