სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.07.2012 ბოლო ცვლილება 13.07.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№250
სარეგისტრაციო კოდი
210070000.10.003.016922
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

   საქართველოს მთავრობის

დადგენილება №250

2012 წლის 11 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე

მუხლი 1 . „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების   შესახებ“  საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 109 პუნქტის შესაბამისად:

1. დადგინდეს თანდართული „სამორინეს მოწყობის სანებართვო მო­საკრებლის წლიური განაკვეთები“.

2. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სამო­რი­ნეს მოწყობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე .

მუხლი 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავ­რო­ბის 2012 წლის 25 ივნისის №226 დადგენილება „სამორინეს მოწყობის სა­ნებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“.

მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ -მინისტრი                          ი . მერაბიშვილი

 

 

დანართი

სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები

სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვე­თებია :

ა ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე , გარდა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“საქართველოს კანონის მე -7 მუხლის მე -10 პუნქტის „ე .ბ“ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვა­ლის­წინებული შემთხვევებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტო­რიისა, – 5 000 000 ლარი;

ბ ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი .