სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №250
2012 წლის 11 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე
მუხლი 1 . „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 109 პუნქტის შესაბამისად:
1. დადგინდეს თანდართული „სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები“.
2. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სამორინეს მოწყობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე .
მუხლი 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის №226 დადგენილება „სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“.
მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი
დანართი
სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები
სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია :
ა ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე , გარდა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“საქართველოს კანონის მე -7 მუხლის მე -10 პუნქტის „ე .ბ“ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა, – 5 000 000 ლარი;
ბ ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი .