სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№908
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №908

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის „ა“ პუნქტის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის, მე -4 მუხლის მე -3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის 34 -ე პუნქტის და მე -13 მუხლის, „საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის                     10 სექტემბრის N84 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01ბრძანების საფუძველზე:

1. გაიცეს სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალზე“ განუსაზღვრელი ვადით საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე და ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე შეტანილ იქნ ე ს ეროვნული ბანკის სალიცენზიო რეესტრში.

3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვ ყ ენდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე -პრეზიდენტი                                              ო . ნადარაია