სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№515
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №515
2017 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი

სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის № 24/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N153/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულებულად ჩაითვალოს სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის“ ლიკვიდაციის პროცესი.
2. სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალს“ დაეხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშები.
3. სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალი“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.
5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
6. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი № 6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
7. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. მესტვირიშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.06.2017.
როდის იქნა მიღებული „სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“?
„სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“ მიღებულია 01.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №515.
სად არის „სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“, №515, 01.06.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3703662/