„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№276
სარეგისტრაციო კოდი
280090000.10.003.016949
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №276

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ( სსმ, 2007 წ., მუხ. 35) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა‑გაცემის წესისა და პრინციპების“:

1. 41 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლში :

ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21 . საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირება ამ წესითა და პრინციპებით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით , განხორციელდეს სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6 . ამ წესის მე -5მუხლის მე -2პუნქტი გავრცელდეს2009წლის5ნოემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებზე , ხოლო2009წლის5ნოემბრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ:

ა ) ამ წესის მე‑4მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს , რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის , სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირებად;

ბ ) ამ წესის მე‑4მუხლით განსაზღვრულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს , რომლებიც ავადმყოფობის გამო2010წლის1აპრილამდე თადარიგში დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან , რაც დასტურდება თადარიგში დამთხოვნი დამსაქმებლის მიერ წერილობითი ფორმით . ამასთან , დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის მე‑5მუხლის მე‑2პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. 2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ ამ წესის მე -4მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს , რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ -მინისტრი     ი . მერაბიშვილი