„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №163
2012 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებ აში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 1375) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ი „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები ს , რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობ ის , შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობ ის , სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წეს ის “:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ).“.
2. მე-11 მუხლის მე‑6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:
„61. ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2012 წლის აპრილ სა და მაის ში, საარსებო შემწეობ ა დაენიშნებათ და მიეცემათ 2012 წლის 1 ივლისიდან.
62. 2012 წლის 1 ივლისიდან ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემდეგ,საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური