„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
- სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ 11.01.2007
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №201
2009 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №5, მუხლი 35) დამტკიცებულ „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობას, მისი დანიშვნა-გაცემის წესსა და პრინციპებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 41 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის დანამატის მიღების უფლებას, ხოლო პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე – პირიქით.“.
2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი გავრცელდეს 2009 წლის 5 ნოემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებზე, ხოლო 2009 წლის 5 ნოემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ:
ა) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს, რომლებიც დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირებად;
ბ) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ავადმყოფობის გამო 2010 წლის 1 აპრილამდე თადარიგში დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან, რაც დასტურდება თადარიგში დამთხოვნი დამსაქმებლის მიერ წერილობითი ფორმით. ამასთან, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 5 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.11.2009.
- როდის იქნა მიღებული „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 04.11.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №201. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.11.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“, №201, 04.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3274/