„დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №29 9
2012 წლის 2 6 ივლისი
ქ. თბილისი
„დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/09/2011, 010080000.10.003.016518) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლის მე‑2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;“.
2. მე‑2 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს მოსახლეობის მისამართების დაზუსტებას დადგენილ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებულ რეესტრში ასახულ დამისამართების ობიექტებზე (გარდა იმ მოქმედებებისა, რომლებიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებას).“;
ბ) მე‑4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ახდენენ დამისამართების ობიექტთა სახელდებასა და ნუმერაციას და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგენენ შესაბამის ინფორმაციას მოსახლეობის მისამართების დასაზუსტებლად.“.
3. მე‑3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება დამისამართების საკითხთა საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყვნენ თანაბარი რაოდენობის წევრები თითოეული უფლებამოსილი ორგანოდან.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.07.2012.
- როდის იქნა მიღებული „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №299. სარეგისტრაციო კოდი — 010080000.10.003.016963.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №299, 26.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 010080000.10.003.016963 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1709959/