სს „ეკრანი-ლილო“-ს აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ეკრანი-ლილოს ” (208157689) აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
სს„ეკრანი-ლილო ს” (ს/კ 208157689) ხმის უფლების მქონე აქციათა 99,7338 პროცენტ ის მესაკუთრე შპს „ასადოვ ფრუტი ” (ს/კ 205225576 ) აცხადებს, რომ მას, სს „ეკრანი-ლილო ს” აქციათა 100 პროცენტის შეძენის მიზნით, განზრახული აქვს ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის უფლებით და დანარჩენი აქციონერებისაგან გამოისყიდოს მათ საკუთრებაში არსებული სს „ეკრანი-ლილოს ” აქციები. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „ასადოვ ფრუტი ” წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში) „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად განცხადებით მიმართავს სასამართლოს.
სს „ეკრანი-ლილოს ” აქციათა სავალდებულო გამოსყიდვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლიან ფასად.
სს „ეკრანი-ლილოს ” აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შპს „ასადოვ ფრუტი ” ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, სს „ეკრანი-ლილოს ” აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, რის შესახებაც კანონით გათვალისწინებული წესით ეცნობათ სს „ეკრანი-ლილოს ” დარჩენილ აქციონერებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილი აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
სს „ეკრანი-ლილოს ” აქციათა გამოსყიდვის მიზეზს წარმოადგენს სს „ეკრანი-ლილოს ” მართვის ეფექტურად განხორციელება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ასადოვ ფრუტი ს” წარმომადგე ნლებს:
1. ალექსანდრე ცელოვალნიკოვი, საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ნუცუბიძის ქ. №133, ტელეფონი: +995 32 232 08 04
2. ვლადიმერ ხრიკაძე , მისამართზე: თბილისი, საქართველო, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონი, ყაზბეგის გამზ., №42 ტელეფონი: +995 32 254 58 45 (153)
თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ყოველდღე, დასვენების და უქმე დღეების გარდა, 12.00 საათიდან 17.00 საათამდე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ეკრანი-ლილო“-ს აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე“?
- დიახ, განცხადება „სს „ეკრანი-ლილო“-ს აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.08.2012.
- როდის იქნა მიღებული „სს „ეკრანი-ლილო“-ს აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე“?
- „სს „ეკრანი-ლილო“-ს აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე“ მიღებულია 06.08.2012. მიმღები ორგანო — სს „ეკრანი-ლილო“-ს ხმის უფლების მქონე აქციათა 99,7338 პროცენტის მესაკუთრე შპს „ასადოვ ფრუტი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სს „ეკრანი-ლილო“-ს აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.08.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „ეკრანი-ლილო“-ს აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე“, №0, 06.08.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1720448/