აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№176-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010240080.51.056.016009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭო შედგება 4 წლის ვადით, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 6 უმაღლესი საბჭოს წევრისაგან.“.

2. მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის განხილვა და მიღება, მისი გადასინჯვა და საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;“.

3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და ბიუროს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის ან/და არსებულის გაუქმების საკითხი. უმაღლესი საბჭო აღნიშნულ საკითხს წყვეტს ამ მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანის გზით, რეგლამენტის მიღებისათვის დადგენილი წესით.“.

4. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული კომისიების შემადგენლობაში, კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებში, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს მიერ კომისიების არჩეულ შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება ხდება უმაღლესი საბჭოს მიერ შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანით.“.

  5. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიები, მათ გამგებლობას მიკუთვნებული დარგების მიხედვით, შეისწავლიან და აანალიზებენ კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობას, იღებენ ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ხარვეზების  აღმოფხვრის მიზნით ამზადებენ წინადადებებს კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილების შეტანის შესახებ.“.

6. 76-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეა უფლებამოსილი, უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს კანონპროექტები – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ, ასევე კანონპროექტები მათში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3. მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს კომისია არის უფლებამოსილი, უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი, ასევე პროექტი რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე.“.

7. 78-ე მუხლის:

ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა კანონპროექტი შეიძლება წარადგინოს როგორც დამოუკიდებელი კანონპროექტის სახით, ისე კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის გაუქმების სახით.

2. კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის გაუქმების შესახებ კანონპროექტის წარდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:“.

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მიღებულია კანონი, რომელიც მოითხოვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას;“.

„გ) კანონმდებლობით მოწესრიგებულ სფეროში წარმოიშვა ახალი ურთიერთობა, რაც მოითხოვს შესაბამის კანონში ცვლილების შეტანას;“.

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის წარდგენა, განხილვა და მიღება ხდება შესაბამისი კანონის წარდგენის, განხილვისა და მიღებისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

8. 79-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი ცვლილების პროექტები და წარდგენილი უნდა იქნეს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით.“.

9. 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტებისა და სავალდებულო ცვლილების პროექტის ნუსხა.“.

10. 82-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების ან კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“.

11. 931 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონპროექტის ძალადაკარგულად ცნობის, აგრეთვე კანონპროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება და მიიღება გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 88-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

12. XIX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის განხილვის, მიღების, მისი გადასინჯვისა და საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენის წესი“.

13. 1051 და 1052 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1051

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით, უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭო.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია 1 თვის ვადაში განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებულ მასალებს.

4. უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან არა უადრეს 1 თვის შემდეგ. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის განხილვის დაწყებამდე საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია უმაღლეს საბჭოს აცნობს საჯარო განხილვის შედეგებს.

5. არანალებ 20 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტზე, უმაღლეს საბჭოში, მომხსენებლად გამოდის საინიციატიცო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ან საინიციატივო ჯგუფის უფლებამოსილი წამომადგენელი, ხოლო თანამომხსენებლად – წამყვანი კომისიის წარმომადგენელი. ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს უმაღლესი საბჭოს ან მთავრობის წევრი ან მათი წარმომადგენელი.

6. უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტს განიხილავს კანონპროექტის განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

მუხლი 1052

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტიციის დამტკიცების მიზნით, უმაღლესი საბჭო საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს. საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება უმაღლესი საბჭოს მიერ ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვა ხდება კონსტიტუციური კანონის სახით უმაღლესი საბჭოს მიერ.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება უმაღლეს საბჭოს, რომელიც აქვეყნებს მას საჯარო განხილვისათვის. უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მიღებისა და ძალაში შესვლის პროცედურები განისაზღვრება ამ თავის შესაბამისად.“.

14. 1103 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში  ცვლილების შეტანის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვისა და მიღების მიზნით, შესაბამისი კანონპროექტის განხილვის პროცედურების დაწყების თაობაზე, უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად მტკიცდება, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში  ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვის ახალი ვადების გრაფიკი.“.

15. 111-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.“.

მუხლი 2.

1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი და მე-15 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის მორიგი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.

3. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-15 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                               მ . მახარაძე

ჩაქვი,

2012 წლის 2 აგვისტო 

176-უ.ს.რ.ს.