„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№125
სარეგისტრაციო კოდი
100040000.22.038.016128
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №125

2012 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5აპრილის №55 ბრძანებ ით(ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016040 თარიღი 11.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულთან ერთჯერადი ვიდეოპაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს, რომლის საფასური შეადგენს 15 ლარს და ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე.მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ვიდეოპაემნით სარგებლობა განხორციელდეს საფასურის გადახდის გარეშე.“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებული საფასური ს გადახდისაგან თავისუფლდებიან მსჯავრდებულ ი ს ახლო ნათესავებ ი (შვილი, მეუღლე, მშობელი (მშვილებელი), ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და მამიდაშვილი, აგრეთვე ის პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა ში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.“;

გ) მე-3 მუხლ ის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) მითითებას არის თუ არა განმცხადებელი სოციალურად დაუცველი პირი.“;

დ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი.

ე) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. ამ ბრძანების მე-2 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა დადგენილი საფასურისაგან გათავისუფლების მიზნით, ვიდეოპაემნის გამართვამდე უნდა წარმოადგინონ მსჯავრდებულთან ახლო ნათესაობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი და ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.“;

ვ) ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

 

(დანართი №1)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსი)

 

1. განმცხადებლის მონაცემები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (სახელი, გვარი, მამის სახელი)

 

პირადი № ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

_____________________________________________________________________________________

(ტელეფონის ნომერი, მისამართი რეგისტრაციის მიხედვით/ფაქტობრივი)

_____________________________________________________________________________________

 (მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი)

_____________________________________________________________________________________

 (დაწესებულება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული)

_____________________________________________________________________________________

 (ვიდეოპაემნის განხორციელების თარიღი: რიცხვი, თვე, წელი)

_____________________________________________________________________________________

 (განმცხადებლის კავშირი მსჯავრდებულთან)

 

 ხართ თუ არა სოციალურად დაუცველი პირი: □ დიახ □ არა

2. ვიდეოპაემანში მონაწილე პირის მონაცემები: –––––––––––––––––––––––––––––––––

 (სახელი, გვარი, მამის სახელი)

პირადი № ––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ვიდეოპაემანში მონაწილე პირის კავშირი მსჯავრდებულთან)

 

ხართ თუ არა სოციალურად დაუცველი პირი: □ დიახ □ არა

3. ვიდეოპაემანში მონაწილე პირის მონაცემები: –––––––––––––––––––––––––––––––––

 (სახელი, გვარი, მამის სახელი)

პირადი № ––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ვიდეოპაემანში მონაწილე პირის კავშირი მსჯავრდებულთან)

 

ხართ თუ არა სოციალურად დაუცველი პირი: □ დიახ □ არა

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––                   ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(განმცხადებლის ხელმოწერა და თარიღი)                     (მსჯავრდებულის თანხმობა/უარი და  ხელმოწერა)

 

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

ხ. კალმახელიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.08.2012.
როდის იქნა მიღებული „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.08.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №125. სარეგისტრაციო კოდი — 100040000.22.038.016128.
რამდენი მუხლისგან შედგება „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.08.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №125, 15.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016128 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1726893/