„ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№164
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016116
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №164

2012 წ ლის 16აგვისტო

ქ.ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილების №1 დანართში /„ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:        

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„ე. არქიტექტორების, ექსპერტებისა და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ უძრავი ობიექტების განვითარების დაგეგმარების, შეფასებისა და შეთანხმების პროცესში სამართლებრივად სრულყოფილი გადაწყვეტილებების მიღებას“.

2. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უფლებრივი ზონირების რუკები უნდა აკმაყოფილებდეს მათთვის დადგენილ სპეციალურ და ზოგად კარტოგრაფიულ სტანდარტებს. ისინი წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის კოორდინატთა სისტემაში, რომელიც საქართველოში მოქმედ კოორდინატთა ოფიციალურ სისტემას წარმოადგენს“.

3. მე-10 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებში სიტყვები: „არქიტექტურის სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით: „არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური“

4. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზონების ტერიტორიების საზღვრების დადგენისას, როგორც წესი, გამოყენებულ უნდა იქნეს:

ა) დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრები;

ბ) დასახლებათა განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრები;

გ) ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები/მიჯნები;

დ) დაცული ტერიტორიების საზღვრები;

ე) კულტურული მემკვიდრეობის კონკრეტული ძეგლის ტერიტორიის ან/და დამცავი ზონების ტერიტორიის საზღვრები/ფარგლები;

ვ) საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი, საწარმოო, სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრები;

ზ) ქუჩებისა და მაგისტრალების ტერიტორიების საზღვრები და მათი ღერძულა ან/და შუა ხაზები;

თ) რკინიგზის, მილსადენებისა და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის ტერიტორიების ან/და გასხვისების ზოლის საზღვრები;

ი) ზონების ტერიტორიების განაპირას მდებარე ცალკეული მიწის ნაკვეთების საზღვრები“.

5. 30-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: „ქალაქ ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით: „ქალაქ ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური“.

6. 31-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისია

1. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისია (შემდგომში–კომისია) იქმნება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით.

2. კომისიის კომპეტენციათა სფეროს განეკუთვნება:

ა/ ქალაქ ქუთაისის საკრებულოსთვის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში რეგულარული მოხსენებების მომზადება და კონსულტაციების გაწევა;

ბ/ ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან ერთად;

გ) დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე წინადადებების, შენიშვნების ა და საჩივრების განხილვა;

დ) ქალაქთმშენებლობით ი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემის თაობაზე თვითმმართველობის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;

ე) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის ქალაქ ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან ერთად;

ვ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცების თაობაზე თვითმმართველობის გადაწყვეტილებების პროექტების და/ან დასკვნების მომზადება.

ზ) ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ამ წესებისა და უფლებრივი ზონირების განხორციელების პოლიტიკის განსაზღვრისათვის მოსაზრებებისა და დოკუმენტების მომზადება;

თ) ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ამ წესებისა და უფლებრივი ზონირების განხორციელებაზე მონიტორინგის განხორციელება;

ი) ამ წესებში ცვლილებებისა და დამატებების მომზადება;

კ) ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურათა კოორდინაციის განხორციელება ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებში;

ლ) ამ წესების განმარტება და დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციის გაწევა;

მ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოსა და მერიის გადაწყვეტილებათა პროექტ ები ს მომზადება;

ნ) ქალაქ ქუთაისის გაუნაშენიანებ ე ლი ტერიტორიების განაშენიანების გადაწყვეტილებებისათვის დასკვნების მომზადება;

ო) სხვა საქმიანობა ქალაქ ქუთაისის საკრებულოსა და მერის დავალებით.

3. კომისიის თავმჯდომარე მტკიცდება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ. კომისიის თავმჯდომარე, როგორც წესი, არის ქალაქ ქუთაისის მერი.

4. თანამდებობრივი მდგომარეობით კომისიის წევრები არიან:

ა) ქალაქ ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;

ბ) ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი;

გ) ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი;

დ) ქალაქ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;

ე) ქალაქ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი;

ვ) ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.

5. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობაში შედის საკრებულოს ორი წევრი.

6. კომისიის შემადგენლობაში უნდა დამტკიცდნენ აგრეთვე პირები, რომლებიც წარმოადგენენ არქიტექტორთა კავშირს, სხვა საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სტრუქტურებს. ასეთი პირები არ უნდა იყვნენ საჯარო მოხელეები და არ უნდა შეადგენდნენ კომისიის შემადგენლობის ერთ მესამედზე ნაკლებს.

7. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არაუმეტეს 15 წევრისა.

8. კომისიის კ ვორუმია შემადგენლობის ორი მესამედი.

9. სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღება ხდება ხმათა ორი მესამედით, ხოლო სხვა (შიდასაორგანიზაციო, საპროცედურო) საკითხებზე უბრალო უმრავლესობით დამსწრეთა რაოდენობიდან.

10. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევებში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

11. კომისიის შემადგენლობაში მყოფი საჯარო მოხელეები შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ უფლებამოსილი პირებით, შესაბამისი სამსახურების შემადგენლობიდან.

12. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, კომისიის სხდომის თავმჯდომარე ირჩევა კომისიის შემადგენლობიდან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

13. კომისიის სხდომა საჯაროა.

14. კომისიის წევრებს შეიძლება მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუკი ცნობილი გახდა ან დასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი კერძო ან უწყებრივი დაინტერესება განსახილველ საკითხებში.

15. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ, კომისიის სხდომათა ჩატარების განრიგი და დღის წესრიგი საჯაროა.

16. კომისიაზე არ შეიძლება განხილული იყოს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი კომისიის წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში, ან ასეთების განხილვა არ არის განპირობებული ამ წესების დაცვით.

17. კომისიის საქმიანობა რეგულირდება ამ წესებისა და კომისიის დებულების საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო. კომისიის დებულება არ შეიძლება მოდიოდეს წინააღმდეგობაში ამ წესებთან“.

7. 32-ე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები: „არქიტექტურის საქალაქო სამსახურის“ შეიცვალოს სიტყვებით: „არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის“.

8. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მოსმენების გამართვის ორგანიზება მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება“.

9. 34-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„34. სპეციალური /ზონალური/ შეთანხმება

1. სპეციალური /ზონალური/ შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდას.

2. სპეციალური /ზონალური/ შეთანხმების მისაღებად ქალაქ ქუთაისის მერია დადგენილი წესით სხვა საბუთებთან ერთად აგზავნის მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

3. სპეციალურ /ზონალურ/ შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1–1/1254 ბრძანებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებისა“ და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად“.

10. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:

„მუხლი 231. საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქცია

1. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, სახურავის მთელ პერიმეტრზე დამუშავებული პროექტის ფარგლებში ნებადართულია მსუბუქი თვითმზიდი კონსტრუქციებით ნაშენი საცხოვრებლის/სადგომის ა და მანსარდის დაშენება, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დოკუმენტურად /საექსპერტო დასკვნ ის მიხედვით/დადასტურდეს მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა.

2. იმ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე რომელთაც სართულების რაოდენობა 5–ს არ აღემატება დასაშვებია მიშენება-დაშენება შიდა ეზოს სივრცის მხარეს, სათანადოდ დამუშავებული ერთიანი პროექტის საფუძველზე კონსტრუქციულ მდგრადობაზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.

3.მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებზეც დოკუმენტურად /საექსპერტო დასკვნ ის მიხედვით/იქნება დადასტურებულ ი მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა და რომელთაც მიშენება–დაშენების გამო, დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე მიშენება–დაშენება ნებადართულია ერთიანი პროექტის ფარგლებში, იერსახის მოწესრიგების მიზნით, სათანადო პროექტის დამტკიცების შემდ ე გ.

4. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე შიდა ეზოს სივრცის მხარეს, რომელიც არ აღიქმება ქუჩის /გარდა შიდა კვარტალური ქუჩების ა და ჩიხების/ მხრიდან და რომელზეც დოკუმენტურ ად /საექსპერტო დასკვნ ის მიხედვით/ იქნება დადასტურებული მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა, რომელთაც უნებართვოდ ან სხვა შემთხვევების გამო, ნაწილობრივ მიშენებული, დაშენებული, დამთავრებული ან დაუმთავრებული მშენებლობის გამო, დაკარგული აქვ ს ერთიანი არქიტექტურული იერსახე, იერსახის მოწესრიგების მიზნით, მიშენება-დაშენება ნებადართულია ინდივიდუალურად, სათანადო პროექტის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების შემდ ე გ.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომელთა სართულიანობა 5-ზე მეტია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც 5 სართულზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს სივრცის მხარეს, პირველი სართულის დონეზე უკვე ნაწარმოებია მშენებლობა და იმავე სართულის მთელ პერიმეტრზე მშენებლობის განხორციელება, სათანადოდ დამუშავებული პროექტის ფარგლებში, უზრუნველყოფს ფასადის შევსებასა და იერსახის მოწესრიგებას.

6. ზემოაღნიშნული პუნქტები არ ვრცელდება „პროექტის შემთანხმებ ე ლი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით რეგულირებად საკითხებზე“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარ ის

პირველი მოადგილე ლ . კირკიტაძე