,,ქალაქ ცაგერის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
330090020.35.116.016165
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2014 წლის 28 თებერვალი

ქ. ცაგერი

 

,,ქალაქ ცაგერის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ცაგერის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 03/02/2014წ. სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.116.016162)შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1) დადგენილების პრეამბულაში დაემატოს 2014 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის №59 დადგენილება ,,ტექნიკური რეგლამენტის - დასახელებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“

2) დადგენილების მე-2 მუხლის 22-ე პუნქტში სიტყვა ,,მანსარდი” შეიცვალოს სიტყვით ,,მანსარდა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მანსარდა - სართული სხვენის სივრცეში, რომლის ფასადი მთლიანად ან ნაწილობრივ შედგენილია დახრილი ან/და ტეხილი სახურავის ზედაპირებით. ამასთანავე, სახურავის სიბრტყისა და ფასადის გადაკვეთის ხაზი არ შეიძლება იყოს მანსარდას იატაკის გეგმარებითი ნიშნულიდან 1,6 მეტრზე მეტ სიმაღლეზე; მანსარდა ითვლება სრულ სართულად, როდესაც სხვენის იატაკის ზედაპირის ფართობის 3/4-დან მანსარდის ჭერამდე საშუალო სიმაღლე არის 2,4 მეტრი (მეათედის სიზუსტით) ან მეტი;“

3) მე-7 მუხლის ზოგადი ფუნქციური ზონების ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა“ (ლსზ).

4) დადგენილების მე-7 მუხლს გამოეყოს ზოგადი ფუნქციური ზონები დამოუკიდებელ მუხლად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,71 ზოგადი ფუნქციური ზონები‘‘

5) დადგენილებაში მე-8 მუხლის 8.8 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა“ (ლსზ).

6) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 3. წესის მიზანი

1) წინამდებარე წესის მიზანს წარმოადგენს საჯარო და კერძო ინტერესების ურთი­ე­რ­თ­გაწონასწორების საფუძველზე ქ. ცაგერის ტერიტორიის, კვლე­ვა­ზე დაფუძნებული, წინას­წ­არ დაგეგმილი, დასაბუთებული სივრცით-ტერიტო­რი­უ­ლი წყო­ბ­ი­სა და მისაღები არქიტექტურული ღირებულებების შესაბამისი ურბა­ნუ­ლი განვი­თა­რ­ე­ბა.

2) განაშენიანების წესები მიმართულია ქალაქის ტერიტორიაზე კერძო თუ საზოგადოებრივი ინვესტიციებისათვის გარანტირებული, სამართლებრივად მოწესრიგებული გარემოს შესაქმნელად.

3) ქალაქის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესები არეგულირებს მიწის ნაკვეთების გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენას, რომლებიც ასახულია დამუშავებულ ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში.

4) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები მოიცავს:

ა) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ზონირების ნაწილის შემუშავების პირობებს;

ბ) კონკრეტული მიწის ნაკვეთების გამოყენების და განაშენიანების პირობებს, როდესაც არ არსებობს შესაბამის ტერიტორიაზე უფლებრივი ზონირების დოკუმენტები;

გ) ქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის ფუნქციონირებას;

დ) სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის წესს.

5) კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონებისათვის ტერიტორიების გამოყენება უნდა განხორციელდეს არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.‘‘

 

6) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 6. უფლებრივი ზონირების რუკები

1) უფლებრივი ზონირების რუკები წარმოადგენს ამ წესების საფუძველზე დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილებს;

2) ქ. ცაგერის ტერიტორიების უფლებრივი ზონირება განხორციელდა ორ ეტაპად:

ა) პირველი ეტაპი - ქალაქის გენერალური გეგმის ზოგადი უფლებრივი ზონირების რუკა;

ბ) მეორე ეტაპი - ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა;‘‘

 

7) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. უფლებრივი ზონირების არსი

1. უფლებრივი ზონირება არის თავისუფალი ბაზრისა და ლიბერალური ეკონომიკის პირობებში, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული ზონების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების სამართლებრივი ინსტრუმენტი;

2. უფლებრივი ზონირება უზრუნველყოფს:

ა) უძრავი ქონების ობიექტებში ცვლილებების შეტანის სამართლბრივ პირობებს;

ბ) უძრავი ქონების ობიექტების თაობაზე მიღებულ ქალაქთმშენებლობით გადაწყვეტილებათა საჯაროობას;

 გ) უძრავი ქონების ობიექტებში ცვლილებების შეტანის შესახებ ნებართვის მიღების პროცედურის გამარტივებას;

3) უფლებრივი ზონირების, როგორც ქალაქგანვითარების გეგმების რეალიზაციის მექანიზმს წარმოადგენს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული ტერიტორიის ზონირება.

4) ტერიტორიის ზოგად ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება მიწათსარ­გებ­ლო­ბ­ის გენერალური გეგმის შესაბამისი მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონ­ი­რების დოკუმენტში / ზოგადი უფლებრივი ზონირების რუკა /. ტერიტორიის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება განაშენია­ნ­ე­ბის რეგულირების გეგმის შესაბამისი მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებ­რი­ვი ზონი­რე­ბის დოკუმენტში /კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა /.

 

8) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 8. კონკრეტული ფუნქციური ზონები და გეგმარებითი პარამეტრები

1. ქ. ცაგერის კონკრეტული ფუნქციური ზონებისათვის დადგინდეს შემდეგი ზონები და გეგმარებითი პარამეტრები:

2. საცხოვრებელი ზონა 1(სზ-1) შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანების ტერიტორიაზე;

ა) განაშენიანების დომინირებული სახეობაა სავხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა- ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპეპის დაცვით.

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1=0.5;

 გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოფიციენტი კ-2=0.8-მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3=0.3 ;

3. საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2): განაშენიანების დომინირებული სახეობაა საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულბის ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;

ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1=0.5;

 ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2= 0.6- მდე;

გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3=0.25 ;

4. საცხოვრებელი ზონა - 3 (სზ-3): დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;

ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 =0.6-დან 1,3-მდე;

გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,2.

5. საცხოვრებელი ზონა - 5 (სზ-5): საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;

ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 =1.3-დან 1,8-მდე;

გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.

6. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა-2 (სრზ-2): ზონა, სადაც დასაშვებია დასავენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება;

ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,3;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 = 3,0-მდე;

გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.

7. სამრეწველო ზონა 1(ს-1): განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო /მავნე / საწარმოო პროცესები;

ა) შესაძლებელია სამრეწველო ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების /სამყოფების / არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად;

8. სამრეწველო ზონა 2 (ს-2) : განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო /მავნე საწარმოო პროცესები. ამ ზონას ასევე მიეკუთვნება ნაგავსაყრელის ტერიტორიები.

9. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა¢ (ლსზ¢): ზონა წარმოადგენს დასახლების საზღვრებში ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.

10. სარეკრეაციო ზონა’ (რზ’ ): ზონა მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას ( პარკი,ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს, სადაც შესაძლებელია სარეკრეაციო ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.

11. სანიტარიული დაცვის ზონა’( სანზ’): წარმოადგენს ზონას, რომელიც იცავს სხვა ზონას მავნე ზემოქმედებისაგან და ამასთანავე გააჩნია გამაჯანსაღებელი ფუნქცია.

12. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1): საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა);

ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1=0.6;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2=3.0-მდე;

გ) მიწის ნაკვეთის გამწანების კოეფიციენტი კ-3=0.1;

დ) შესაძლებელია ამ ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საცხოვრებელი სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.

13. სპეციალური ზონა’ (სპეცზ’ ): წარმოადგენს სასაფლაოებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს.

14. სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1): წარმოადგენს სატრასპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს ქუჩებს (მათ შორის ტროტუარებს), მოედნებს, ღია ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს და მატარებლების სადგომ ტერიტორიებს (დეპოებს).

15. სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2): ზონა, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ და მოიცავს გზებს, ღია ავტოსადგომებს, მომსახურების ტერიტორიებს; შესაძლებელია ამ ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი სამყოფების /სათავსების ( აეროსადგურის, ავტოსადგურის, რკინიგზის სადგურის და სხვა) არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.

16. სამხედრო დანიშნულების ზონა 1 (სდზ-1): წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების ტერიტორიას, სადაც განთავსებულია სამხედრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები. ქ. ცაგერისთვის წარმოდგენილია ქალაქის მოსახლეობის თავდაცვის მიზნით მიწისქვეშა თავშესაფრის მოწყობის ზონა.

17. ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონა: კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები განსაზღვრულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით. ქ. ცაგერში წარმოდგენილია ტერიტორია- ძეგლის ფიზიკური დაცვის ზონა(არეალი) უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია; არეალი განისაზღვრება არანაკლებ 50მ-ის რადიუსით.“

 

9) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 11. ფუნქციურ ზონაში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრა

1) დადგინდეს კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის ფორმულის (H=L /Y ) კოეფიციენტ- Y-ის მნიშვნელობა:

ა) 0.35 საზოგადოებრივ-საქმიანი და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისთვის;

ბ) 0.25 - სამრეწველო ზონებისთვის;

გ) 0.4 -ყველა სხვა ზონისათვის.

დ) L წარმოადგენს:

2) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრის (ქუჩის) მხარეს მდებარე შენობის ფასადის საანგარიშო ზედაპირიდან ქუჩის სიგანის ნახევრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე დაშორებას;

3) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე უკანა ეზოს მხარეს შენობის განთავსების შემთხვევაში საპროექტო შენობის საანგარიშო ზედაპირიდან სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე დაშორებას.“

 

10) დადგენილების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. საზიარო კედლის/ღობის განთავსება სამეზობლო საზღვარზე

1) სამეზობლო საზღვარზე საზიარო კედელი/ღობე უნდა განთავსდეს შესაბამისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;

2) საზიარო კედლის/ღობის სიგანე თანაბრად უნდა გადანაწილდეს სამეზობლო საზღვრიდან ორივე მეზობლის მხარეს;

3) საზიარო კედლის/ ღობის გამოყენებისას გასაწევი ხარჯები ნაწილდება ორივე მეზობელზე კედლის შესაბამისი წილის პროპორციულად;

4) შესაძლებელია სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა ერთი (საზიარო) კედლით შეწყვილება მხარეთა შეთანხმებით, იმ ზონებში, სადაც სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა განთავსება დასაშვებია;

5) მიჯნის ზონაში, სამეზობლო საზღვარზე, ცეცხლგამძლე საზიარო ღობის არსებობის შემთხვევაში ამ ზონაში მდებარე შენობის კედელში შესაძლებელია ღია ნაწილების(ფანჯარა, კარი და სხვა) მოწყობა იმ პირობით, რომ მათი ზედა ნიშნული იქნება ღობის ზედა ნიშნულზე 0,6 მ-ით დაბლა;

 6) მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის საზღვრებში შესაძლებელია მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე განთავსდეს ღობე, რომლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 2,2 მეტრს;

7) მეზობლის ნაკვეთში არ უნდა მოხვდეს წყალი და ატმოსფერული ნალექები;

8) ქუჩაზე ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეში მოხვედრილმა ატმოსფერულმა ნალექმა არ უნდა მიაყენოს ზიანი ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს;

9) როდესაც რელიეფის გამო ვერ ხერხდება, მეზობელი ვალდებულია თავის ნაკვეთზე გაატაროს მეზობლის ნაკვეთიდან ჩამონადენი ატმოსფერული ნალექი;

10) მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს მეზობლის საინჟინრო- კომუნალური ქსელების საკუთარი მიწის ნაკვეთზე გატარებას, თუ არ არსებობს სხვა ტექნიკური საშუალება.“

 

11) დადგენილების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 14. სამშენებო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების დამატებითი პირობები

 1) მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება (მშენებლობა) ან/და არსებულის რეკონსტრუქცია დასაშვებია, თუ იგი არ წარმოადგენს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთს;

 2) გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სამშენებლოდ შეუსაბამო ნაკვეთს, თუ მას არ აქვს ერთი მისასვლელი მაინც, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით;

 3) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ შეუსაბამობა ნიშნავს, რომ „შეუსაბამობის სტატუსის“ აღმოფხვრამდე არ დამტკიცდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო თუ გამოყენების პირობები დამტკიცებულია, არ შეთანხმდეს არქიტექტურული პროექტი/ კონსტრუქციული სქემა; თუ ხსენებული ორივე ეტაპი გავლილია, არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა;

 4) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული მისასვლელი ჩაითვლება არსებულად, თუ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე;

 5) თუ ქალაქის საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცის(მაგ. გზა, გამწვანებული ტერიტორია და სხვა) რეკონსტრუქციაზე მიღებულია თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილება, სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი ენიჭება მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც საჭიროა დასახული მიზნის მიღწევისათვის.“

 

12) დადგენილების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 15. სპეციალური ზონალური შეთანხმება 

1) სპეციალური ზონალური შეთანხმება არის კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის, რომელზეც მოთხოვნილია მშენებლობის ნებართვის გაცემა, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილი ძირითადი პარამეტრებისაგან(მოთხოვნებისაგან) განსხვავებული პარამეტრების(მოთხოვნების) დადგენა;

2) სპეციალური ზონალური შეთანხმება დასაშვებია სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის:

ა) საცხოვრებელ ზონაში( დასაშვებია კ-2 კოეფიციენტის 20%-ით გაზრდა).

ბ) საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში( კ-2 კოეფიციენტის მაქსიმუმ 20%-ით გაზრდა).

3) გადაწყვეტილების დამტკიცების უფლებამოსილება გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს.“

 

13) დადგენილების მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 19. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება

1) ქ. ცაგერის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია შედგება წინამდებარე წესისაგან, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისაგან, განაშენიანების რეგულირების გეგმისაგან და ქალაქის ტერიტორიების ზოგადი და კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკებისაგან;

2) ქ. ცაგერის ზემოთაღნიშნული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების დამტკიცების პროცედურა ხორციელდება ორ ეტაპად (თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:

ა) პირველი ეტაპი- ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გეგმარებითი დავალების დამტკიცება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად )-არაუმეტეს 20 დღე;

ბ) მეორე ეტაპი- ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად ) - არაუმეტეს 30 დღე;

3) ქ. ცაგერის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორივე ეტაპს აწარმოებს თვითმმართველობის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს გამოსცემს საკრებულო.“

 

14) დადგენილების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 20. კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორი­ი­ს­ათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) სახეობების ჩამონა­თ­ვა­ლი.

1. საცხოვრებელი ზონა - 1 (სზ-1) (შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანების ტერიტორიაზე; განაშენიანების დომინირებული სახეობა-საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობის არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით); კ-1 =0,5; კ-2=0,8-მდე; კ-3=0,3.

 2) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა) ბაღები;

ბ) სკვერები;

გ) პირადი საბაღე და საბოსტნე მეურნეობები;

დ) საბავშვო მოედნები;

ე) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები;

ვ) ორანჟერეები და სათბურები;

ზ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობები;

თ) ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნოები საცხოვრებელ სახლებში სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

ი) საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

კ) დაწყებითი სკოლები;

ლ) საშუალო სკოლები;

მ) ღია საცურაო აუზები;

ნ) სპორტული მოედნები;

ო) ამბულატორიები;

პ) აფთიაქები;

ჟ)კლუბები (მრავალფუნქციური დარბაზები შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვ­ს);

რ) პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები;

ს) საფოსტო განყოფილებები, კავშირგაბმულობის განყოფილებები;

ტ) ღია ავტოსადგომები, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟები;

3) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დაშვებული სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ(ზონალურ) ნებართვას:

ა) პარკები;

ბ) ბულვარები;

გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები არა უმეტეს 3 სართულისა;

დ) პოლიკლინიკები;

ე) ბარები;

ვ) კაფეები;

ზ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

თ) კიოსკები, დროებითი პავილიონები, საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის;

ი) ბანკების ფილიალები, განყოფილებები;

კ) საეკლესიო ობიექტები;

ლ) პოლიციის განყოფილებები;

მ) კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები;

ნ) საერთო სარგებლობის ღია ავტოსადგომები.

 4) საცხოვრებელი ზონა - 2 (სზ-2) (განაშენიანების დომინირებული სახეობა-საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით); კ-1 =0,5; კ-2=0,6-მდე; კ-3=0,25.

1) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა) ბაღები;

ბ) სკვერები;

გ) პირადი საბაღე და საბოსტნე მეურნეობები;

დ) საბავშვო მოედნები;

ე) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები;

ვ) ორანჟერეები და სათბურები;

ზ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობები;

თ) ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნოები საცხოვრებელ სახლებში სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

ი) საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

კ) დაწყებითი სკოლები;

ლ) საშუალო სკოლები;

მ) ღია საცურაო აუზები;

ნ) სპორტული მოედნები;

ო) ამბულატორიები;

პ) აფთიაქები;

ჟ)კლუბები (მრავალფუნქციური დარბაზები შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვ­ის);

რ) პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები;

ს) საფოსტო განყოფილებები, კავშირგაბმულობის განყოფილებები;

ტ) ღია ავტოსადგომები, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟები;

5) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დაშვებული სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ(ზონალურ) ნებართვას:

ა) პარკები;

ბ) ბულვარები;

 გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები არაუმეტეს 3 სართულისა;

დ) პოლიკლინიკები;

ე) ბარები;

ვ) კაფეები;

ზ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

თ) კიოსკები, დროებითი პავილიონები, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

ი) ბანკების ფილიალები, განყოფილებები;

კ) საეკლესიო ობიექტები;

ლ) პოლიციის განყოფილებები;

მ) კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები;

ნ) საერთო სარგებლობის ღია ავტოსადგომები.

6) საცხოვრებელი ზონა - 3 (სზ-3) (დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა-საცხოვრებელი სახლები. ასევე, დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით); კ-1 =0,5; კ-2=0,6დან 1,3-მდე; კ-3=0,2.

1) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა) ბაღები;

ბ) სკვერები;

გ) საბავშვო მოედნები;

დ) მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები;

ე) ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნოები საცხოვრებელ სახლებში სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

ვ) საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

ზ) დაწყებითი სკოლები;

თ)საშუალო სკოლები;

ი) ღია საცურაო აუზები;

კ) სპორტული მოედნები;

ლ) ამბულატორიები;

მ) აფთიაქები;

 ნ)კლუბები (მრავალფუნქციური დარბაზები შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის­);

) პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები;

 პ) სასურსათო მაღაზიები;

 ჟ) საფოსტო განყოფილებები, კავშირგაბმულობის განყოფილებები;

 რ) ბანკების ფილიალები/ განყოფილებები;

ს) კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები;

ტ) საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები, ცალკემდგო­მი ავტოსადგომები.

 7) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დაშვებული სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ(ზონალურ) ნებართვას :

 ა) პარკები;

 ბ) ბულვარები;

 გ) ოფისები და კანტორები;

დ)ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობები;

 ე) პოლიკლინიკები;

 ვ)სპორტული დარბაზები;

 ზ)კინოთეატრები;

 თ)საინფორმაციო ცენტრები;

 ი)საგამოფენო დარბაზები;

 კ)საცეკვაო დარბაზები-დისკოთეკები;

 ლ)ბარები;

 მ)კაფეები;

 ნ)სწრაფი კვების ობიექტები;

 ო)საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

 პ)კიოსკები, დროებითი პავილიონები, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

 ჟ)სანოტარო კანტორები;

რ) საეკლესიო ობიექტები;

 ს)პოლიციის განყოფილებები;

ტ) სასტუმროები;

უ)ავტოგასამართი სადგურები ან/და სატრანსპორტო მომსახურების ობიექტები.

 

 8) საცხოვრებელი ზონა - 5 (სზ-5) (საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით); კ-1=0,5; კ-2 =1,3-დან 1,8-მდე; კ-3=0,1.

 1) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

 ა) პარკები;

 ბ) ბაღები;

 გ) სკვერები;

 დ) ბულვარები;

 ე) საბავშვო მოედნები;

 ვ) მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები;

 ზ) ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნოები საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა დასანიტარიულ-ჰიგი­ე­ნუ­რი ნორმების დაცვით; 

თ) საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

 ი) დაწყებითი სკოლები;

კ) საშუალო სკოლები;

ლ) პოლიკლინიკები;

 მ) ამბულატორიები;

 ნ) აფთიაქები;

 ო) სპორტული დარბაზები;

 პ) ღია საცურაო აუზები;

ჟ) სპორტული მოედნები;

რ) კლუბები (მრავალფუნქციური დარბაზები შეხვედრებისათვის, გამოფენებისათ­ვის);

ს) კინოთეატრები;

ტ) საინფორმაციო ცენტრები;

უ) საგამოფენო დარბაზები;

 ფ) პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები;

 ქ) სამრეწველო საქონლის მაღაზიები;

ღ) სასურსათო მაღაზიები;

 ყ) უნივერსალური მაღაზიები;

 შ) ბარები;

 ჩ)კაფეები;

 ც) სწრაფი კვების ობიექტები;

 ძ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

 წ) საფოსტო განყოფილებები, კავშირგაბმულობის განყოფილებები;

 ჭ) ბანკების ფილიალები, განყოფილებები;

ხ) იურიდიული კონსულტაციები;

 ჯ) სანოტარო კანტორები;

 ჰ. ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები;

 ჰ.ა. საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;

 ჰ.ბ. კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები.

 ჰ.გ.ბაღები;

 ჰ.დ. სკვერები;

 ჰ.ე. პარკები;

 ჰ.ვ. საბავშვო მოედნები;

 ჰ.ზ.სპორტული მოედნები;

ჰ.თ.სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე არსებული ობიექტების რეკონსტრუქცია;

ჰ.ი.მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმ­ყ­ოფი სხვა ობიექტი.

 9) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დაშვებული სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) ნებართვას:

ა) საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებები;

 ბ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობები;

გ) მოხუცთა ინტერნატები;

დ) საავადმყოფოები;

ე) საცურაო აუზები;

ვ) თეატრები;

ზ) საქალაქო ბიბლიოთეკები;

 თ) არქივები;

 ი) მუზეუმები;

კ) საცეკვაო დარბაზები - დისკოთეკები;

ლ) რესტორნები;

 მ) კიოსკები, დროებითი პავილიონები, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

ნ) ბანკები;

 ო) მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები;

 პ) ოფისები და კანტორები;

 ჟ) სასამართლოები;

რ) საეკლესიო ობიექტები;

 ს) პოლიციის განყოფილებები;

ტ) სახანძრო დეპოები;

უ) სასტუმროები;

ფ) საზოგადოებრივი ტუალეტები;

ქ) ავტოგასამართი სადგურები ან/და სატრანსპორტო მომსახურების ობიექტები.

10) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა-2 (სრზ-2) (წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება); კ-1 =0,3; კ-2= 3,0-მდე;

კ-3=0,1.

1) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა) პარკები;

ბ) ბაღები;

გ) სკვერები;

დ)ბულვარები;

ე) დეკორატიული გაფორმების ობიექტები;

ვ) საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;

ზ) მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონები, როტონდები და სხვა);

თ) სპორტული მოედნები;

ი) პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები;

კ) სავაჭრო პავილიონები, კიოსკები;

ლ) ატრაქციონები;

მ) საწყალოსნო ობიექტები (ნავმისადგომები, ელინგები);

ნ) საზოგადოებრივი ტუალეტები;

ო) სამაყურებლო ობიექტები (ესტრადები, ამფითეატრები, საგამოფენო დარბა­ზები,კინოთეატრები);

პ) სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობები (საწვრთნელი ბაზები);

ჟ) სტადიონები,სპორტდარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები);

რ) ზოოპარკები;

ს) კაფეები, რესტორნები;

ტ)საეკლესიო ობიექტები;

უ)სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აგარაკები;

ფ)დასვენების ბანაკები და ბაზები;

ქ)დასასვენებელი სახლები;

ღ)სანატორიუმები;

ყ)სასტუმროები;

შ)მოხუცთა ინტერნატები;

ც)საავადმყოფოები;

ძ)სამეურნეო ობიექტები (ადმინისტრაციის შენობები; საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები).

 11) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - 1 (სსზ-1) (წარმოადგენს შერეულ-საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიან ზონას განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე); კ-1=0,6; კ-2=3,0-მდე; კ-3=ო,1.

1) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა) პარკები;

ბ) ბაღები;

გ) სკვერები;

დ) ბულვარები;

ე) საბავშვო მოედნები;

ვ) მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები;

ზ) მრავალფუნქციური შენობები (საცხოვრებელი, ოფისები და სხვა);

თ) საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

ი) დაწყებითი სკოლები;

კ) საშუალო სკოლები;

ლ) საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებები;

მ) უმაღლესი სასწავლებლები;

 ნ) პოლიკლინიკები;

ო) ამბულატორიები;

პ) აფთიაქები;

ჟ) სპორტული დარბაზები;

რ) საცურაო აუზები;

ს) კლუბები;

ტ)კინოთეატრები;

უ) თეატრები;

ფ) საქალაქო ბიბლიოთეკები;

ქ) არქივები;

ღ) საინფორმაციო ცენტრები;

ყ) მუზეუმები;

შ) საგამოფენო დარბაზები;

ჩ) საცეკვაო დარბაზები - დისკოთეკები;

ც) სამრეწველო საქონლის მაღაზიები;

ძ) სასურსათო მაღაზიები;

წ) უნივერსალური მაღაზიები;

ჭ) ბარები;

ხ) კაფეები;

ჯ) რესტორნები;

ჰ) სწრაფი კვების ობიექტები;

 ჰ.ა. საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

ჰ.ბ. საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები;

 ჰ.გ ბანკების ფილიალები, განყოფილებები;

ჰ.დ. ბანკები;

ჰ.ე. მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები;

ჰ.ვ. ოფისები და კანტორები;

ჰ.ზ. სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები;

ჰ.თ. სასამართლოები;

ჰ.ი. იურიდიული კონსულტაციები;

ჰ.კ. სანოტარო კანტორები;

ჰ.ლ.სასტუმროები;

ჰ.მ. ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები;

ჰ.ნ. საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები.

 12) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დაშვებული სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ(ზონალურ) ნებართვას :

1) მრავალფუნქციური შენობები (საცხოვრებელი, ოფისები და სხვა);

2) საავადმყოფოები;

3) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურები;

4) ღია საცურაო აუზები;

5) სპორტული მოედნები;

6) საკონცერტო დარბაზები;

7) უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზები;

8) სავაჭრო ცენტრები;

9) კიოსკები, დროებითი პავილიონები საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

10) საეკლესიო ობიექტები;

11) პოლიციის განყოფილებები;

12) სახანძრო დეპოები;

13) საზოგადოებრივი ტუალეტები;

14) რკინიგზის სადგურები და ავტოსადგურები;

15) ავტოგასამართი სადგურები ან/და სატრანსპორტო მომსახურების ობიექტები;

16) კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები.

 13) სარეკრეაციო ზონა (რზ) ( წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა).

 1)ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა) პარკები;

ბ) ბაღები;

გ) სკვერები;

დ) ბულვარები;

ე) დეკორატიული გაფორმების ობიექტები;

ვ)მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონები, როტონდები, კიოსკები, შადრევნები, დეკორატიული აუზები, წყლის სასმელები, კასკადები, არხები და სხვა);

 ზ) სპორტული მოედნები;

თ) პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები;

ი) სავაჭრო პავილიონები;

კ) ატრაქციონები;

ლ) საწყალოსნო ობიექტები (ნავმისადგომები, პირსები, ელინგები);

მ) საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;

ნ) საზოგადოებრივი ტუალეტები;

ო) სამაყურებლო ობიექტები (ესტრადები, ამფითეატრები, საგამოფენო დარბაზები, კინოთეატრები);

პ)სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობები (სტადიონები, სპორტდარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები);

ჟ) სათამაშო ავტომატების დარბაზები, საბილიარდოები და ა.შ.;

რ) ზოოპარკები;

ს) კაფეები, რესტორნები;

ტ) სასტუმროები;

უ) საეკლესიო ობიექტები;

ფ) სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული დაწესებულებები;

ქ) ადმინისტრაციის შენობები.

 14) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ) (დასახლების საზღვრებში არსებული ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორია, სადაც შესაძლებელია ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად).

1 ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა) პარკები;

ბ) ბაღები;

გ) სკვერები;

დ) ბულვარები;

ე) სანაპირო პლაჟები;

 ვ) დეკორატიული გაფორმების ობიექტები;

ზ) მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონები, როტონდები, კიოსკები , შადრევნები, დეკორატიული აუზები, წყლის სასმელები, კასკადები, არხები და სხვა);

თ) სპორტული მოედნები;

ი) საწყალოსნო ობიექტები (ნავსადგომები, პირსები, ელინგები);

კ) პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები;

ლ) სავაჭრო პავილიონები, კიოსკები;

მ) ატრაქციონები;

ნ) გასახდელები, საშხაპეები, საზოგადოებრივი ტუალეტები;

ო) პლაჟის ინვენტარის ღია საწყობები;

პ) სამაშველო სამსახურის სადგურები;

ჟ) ღია ავტოსადგომები;

რ) საზოგადოებრივი ტუალეტები.

 

15) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დაშვებული სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ(ზონალურ) ნებართვას:

1) სამაყურებლო ობიექტები (ესტრადები, ამფითეატრები, საგამოფენო დარბაზები, კინოთეატრები);

2) სპორტული ნაგებობები (სტადიონები, სპორტდარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები);

3) სათამაშო ავტომატების დარბაზები ;

4) კაფეები, რესტორნები;

5) საეკლესიო ობიექტები;

6) სამეურნეო ობიექტები, ადმინისტრაციული შენობები, სახელოსნოები.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი