„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№716
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016149
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №71 6

2012 წლის 22აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1 . „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 120010000.22.026.016132, 25/06/2012) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ’’ და „ი’’ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „მ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„მ) ცალკეული საკომენდანტო ასეული.’’.

2. მე-12 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ი’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე სანომრე ნიშნების გაცემა-რეგისტრაცია.’’;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. რეგიონალური სამმართველოების ფუნქციებია – ამ დებულებით სამხედრო პოლიციისათვის განსაზღვრული და ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების განხორციელება შესაბამის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე, სამხედრო ქვედანაყოფებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ადგილებში, რკინიგზის სადგურებში, პორტებში, აეროპორტებში, სამხედრო ნაწილების მიმდებარე ტერიტორიის დასახლებულ პუნქტებში სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და სამხედრო წესრიგის დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებსა და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის თანამდებობის პირთა (სამოქალაქო და სამხედრო) ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას, მინისტრის ან გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ვიზიტორების ექსკორტით უზრუნველყოფა;

დ) პატრულირების განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.’’;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 3. მე-12 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„12. ცალკეული საკომენდანტო ასეულის ფუნქციებია – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დაცვის ღონისძიებების განხორციელება და საყარაულო წესდების შესრულება.’’.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.08.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.08.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №716. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.016149.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №716, 22.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016149 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1730548/