ა) სტაჟირება – სამსახურში ამ დებულებით რეგულირებადი როგორც არაანაზღაურებადი, ასევე ანაზღაურებადი საქმიანობა;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით გადის სტაჟირებას სამსახურში;

გ) არაანაზღაურებადი სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით გადის არაანაზღაურებად სტაჟირებას სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში;

დ) ანაზღაურებადი სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით გადის სტაჟირებას სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში და ღებულობს შესაბამის ანაზღაურებას;

ე) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად წარმოდგენილი აქვს განაცხადი სტაჟირების გავლის თაობაზე ელექტრონული ან წერილობითი ფორმით (დანართი №1