„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №68, 14.12.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:
1. მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2.მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ინფორმაცია აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ
1. აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.
2. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო.“.
3. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი29. უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების შეცვლა, საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/ დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლება
იმ უძრავი ქონების მყიდველების მიმართ, რომლებიც მიმართავენ სამინისტროს ოქმით/ ხელშეკრულებით (მათ შორის, მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით განკარგული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით) ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/გადახედვის თაობაზე , სამინისტრო უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება პრივატიზებულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ ხელშეკრულების პირობების შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
ჩაქვი ,
2012 წლის 22 აგვისტო .
№177- უ.ს.რ .ს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.08.2012.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.08.2012. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №177-უ.ს.რ.ს.. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.30.056.016022.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №177-უ.ს.რ.ს., 22.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 040090000.30.056.016022 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1731347/