„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კ ა ნ ო ნ ი |
„2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე (წარედგინება ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არა უგვიანეს 1 ივნისისა) განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არა უგვიანეს 25 ივლისისა. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა, დადგენილებით ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში.“.
2. 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:
,,მუხლი 261. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განსაკუთრებული დაფინანსების წესი
1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირების წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
2. რესპუბლიკურ ბიუჯეტში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით – დადგენილებით.“.
ჩაქვი, 14 მაისი 2015 წ. N128-უ.ს.რ.ს.
|