„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№103-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
190040000.30.056.016041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (გაზეთი „აჭარა“, №38, 08-12.04.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 141 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამული ბიუჯეტის შედგენისათვის გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშუალო ვადიანი დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.“.

2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. პროგრამები

1. პროგრამების შერჩევის, მომზადების პროცედურები და ვადები განისაზღვრება ამ კანონით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშუალო ვადიანი დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

2. პროგრამებში ცვლილებები ხორციელდება ამ კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშუალო ვადიანი დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.

 

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

 

ჩაქვი,

11 აპრილი 2014 წ.

N103-უ.ს.რ.ს.