“ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კ ა ნ ო ნ ი |
1. პირველი მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) კურორტები - საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კურორტები, მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში;
ვ) საკურორტო ადგილები - საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საკურორტო ადგილები, მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარდა ბათუმის მთისა;“.
2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონით გათვალისწინებული ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის შეთანხმების საფუძვლის წარმოშობისას, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები საფუძვლის წარმოშობიდან 2 დღის ვადაში შეთანხმების თაობაზე მიმართავენ ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს, რომელიც 10 დღის ვადაში იძლევა თანხმობას, ან მოტივირებულ უარს ამბობს თანხმობის მიცემაზე. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია იმოქმედოს ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.”.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.“.
ჩაქვი, 18 სექტემბერი 2014 წ. N109 - უ.ს.შ.ს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი “ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2014.
- როდის იქნა მიღებული “ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- “ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.09.2014. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №109 - უ.ს.შ.ს.. სარეგისტრაციო კოდი — 330010040.30.056.016042.
- რამდენი მუხლისგან შედგება “ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის “ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი “ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №109 - უ.ს.შ.ს., 18.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 330010040.30.056.016042 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2502910/