„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 23 ივნისის №447 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№366
სარეგისტრაციო კოდი
300390000.22.033.016455
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №366

2012 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 23 ივნისის № 447 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის            რესპუბლიკის, საქართველოსა და   თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირ ი თადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 23 ივნისის№ 447 ბრძანებ აში (სსმ III, 27.06.05,№ 76, მუხ.812)შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტრანზიტული ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის – საქართველოს მთავრობასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის დადებული ხელშეკრულებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის პროცედურების სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) პირველი მუხლი ჩ ამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.ზოგადი დებულებანი

„წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია ,,საქართველოს, ზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის            რესპუბლიკას შორის            აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი – ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად,     ტრანზიტული ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის – საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის (შემდგომში – ძსმპ) მონაწილეებს შორის დადებული ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 და 175-ე მუხლების შესაბამისად   და განსაზღვრავს დამატებული ღირებულების გადასახადის ხაზით „ხელშეკრულებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესს.“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებით მოსარგებლე პირები

1. ძსმპ – ის თითოეული მონაწილე, წილის მფლობელი, კონტრაქტორი, საოპერაციო კომპანია, გამგზავნი, აგრეთვე თითოეული მათგანის აფილირებული პირი (შემდგომში – „პირი“), ,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თ ბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს  მთავრობასა          და ძირ ი თადი            საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების 8.8 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან:

ა) ყოველგვარ საქონელთან, სამუშაოსთან, მომსახურებასთან და ტექნიკასთან მიმართებაში, რომელიც მიწოდებულია მისთვის ან მის მიერ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით;

ბ) მის მიერ საშუალებებით იმპორტირებულ და ექსპორტირებულ ნავთობთან მიმართებაში;

გ) ყველა იმ საქონლის, სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნიკის იმპორტთან მიმართებაში, რომელიც შეძენილია ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით;

დ) ყველა იმ საქონლის, სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნიკის ექსპორტთან და რეექსპორტთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია ძსმპ-ის საქმიანობასთან.

2. ასეთი საქონლის, სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნიკის თითოეული გამგზავნი, რომელიც „პირს” ემსახურება ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ მიწოდებას უნდა ათავისუფლებდეს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან.

3. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან ანალოგიური გათავისუფლება გამოიყენება ძსმპ- ს მონაწილეთათვის, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მიწაზე უფლებების გადაცემის შემთხვევაში.“.

გ) მე-4 მუხლის:

გ. ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  4.  ჩათვლის  უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის პროცედურა“.

გ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „პირს“, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ- ისგან გათავისუფლებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) გასცემს ჩათვლის უფლებით დღგ- ისგან გათავისუფლებით სარგებლობის დამადასტურებელ            სერტიფიკატს (შემდგომში    – სერტიფიკატი) (დანართი№ 1).“.

გ. გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ. დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სერტიფიკატის მისაღებად, ძსმპ-ის თითოეულმა მონაწილემ, წილის მფლობელმა, საოპერაციო კომპანიამ, ტვირთის გამგზავნმა ან მათმა აფილირებულმა პირებმა უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომელშიც მიუთითებენ, რომ მათ აქვთ უფლება ისარგებლონ ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით ,,ხელშეკრულებისა“და მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.“.

გ. ე) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:

„12. ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების და ტექნიკის შესყიდვისას (მიღებისას) ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით სარგებლობის საფუძველია საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა, რომელიც გამოიწერება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის

31 დეკემბრის № 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი წესით.

13. „პირის“მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობის დასრულების ან/და კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებულია ამის შესახებ 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს“.

დ) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნ ე ს.

ე) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით, შემდგომში დღგ-ის ანაზღაურების მიზნით, ვალდებულია დადგეს დღგ- ის გადამხდელად აღრიცხვაზე. ამისათვის, პირმა უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი განცხადებით. დღგ-ის გადამხდელად აღრიცხვაზე დასაყენებლად სხვა დოკუმენტები საჭირო არ არის.

2. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის მფლობელი ახორციელებს ისეთ ოპერაციებსაც, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ- ისგან, ამ ოპერაციების განსახორციელებლად შესყიდვების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ცალკე.“.

ვ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, როცა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,პირს” უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით, მაგრამ მისთვის საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ან ტექნიკის მოწოდებისას გადახდილ იქნა დღგ, მაშინ მოცემულ პირებს აქვთ უფლება, მიიღონ ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ან დღგ-ის სრული თანხა ჩაითვალონ სხვა გადასახადების ანგარიშში (მოგების გადასახადის ან მოსამსახურეთათვის გადახდებიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), რომლებიც სხვა შემთხვევაში მათ უნდა გადაიხადონ შესაბამისი დებულებების თანახმად.“.

ზ) დანართი № 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„დანართი №1

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური

 სერტიფიკატი N000

ამ სერტიფიკატით დასტურდება, რომ --------------------------------------------------------------

                                                                   („პირის“ დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი)

წარმოადგენს---------------------------------------------------------------------------------------

                                                                   (პროექტის დასახელება)

----------- პროექტის

მონაწილეს,  წილის მფლობელს, კონტრაქტორს, საოპერაციო კომპანიას, გამგზავნს, აფილირებულ პირს (საჭიროა გაესვას ხაზი) და აღნიშნული ხელშეკრულების 8.2 მუხლის შესაბამისად, პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებით სარგებლობს ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით.

მოქმედების ვადა 20 წ. “- -”- - - - - - -”-დან 20 წ. “- - “ - - - - - - - “-მდე

 

უფლებამოსილი პირი                                          (ხელმოწერა)

 

შევსების თარიღი “- - -” - - - - - - - -” 20 წ.“.

 

თ) დანართი № 2 ამოღებულ იქნ ე ს.

 

ი) დანართი № 3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„დანართი №3

განცხადება

კონტრაქტორის მიერ ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისგან           გათავისუფლების სერტიფიკატის ასაღებად

_______________________________________

(მოწოდების მიმღები „პირის“ დასახელება)

_______________________________________

 

(მომწოდებელი „პირის“დასახელება)

________________________________________

(მომწოდებელი „პირის“საიდენტიფიკაციო ნომერი)

____________________________________________________

(მოწოდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიმღების – საოპერაციო კომპანიის, წილის მფლობელის ან ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილის დასახელება)

 

„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის            ძირითადი      საექსპორტო   მილსადენით  ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გთხოვთ, გასცეთ სერტიფიკატი ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.

____________________________

(კონტრაქტორის დასახელება)

_______________________________________________

 

(განსახორციელებელი სამუშაოების დასახელება)

______________________________________________

(ხელშეკრულების ნომერი და თარიღი)

_____________________________________

(ხელშეკრ უ ლების სავარაუდო ვადა)

______________________________________

(სხვა ინფორმაცია)

 

მოწოდების მიმღები მხარის ხელმოწერა                       /           /

 

        ბეჭედი

 

მომწოდებლის ხელმოწერა                                  /           /

 

მოწოდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიმღების - საოპერაციო კომპანიის, წილის მფლობელის ან

ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილის

 

ხელმოწერა                                                                        /           /

      

ბეჭედი

 

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის აღნიშვნა განცხადების მიღების თაობაზე.

 

ხელმოწერა                                                            /           /

                                                                   თარიღი

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა . ხეთაგური