„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15/26
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (9 მუხლი)
 
 
 

 

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
 

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტრო, შემდგომში „მხარეები“,

 

გამოხატავენ რა სურვილს, ხელი შეუწყონ და გააძლიერონ ორმხრივი თანამშრომლობა, რათა დაეხმარონ ორივე ქვეყანას ეროვნული და საერთაშორისო გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევაში და გააუმჯობესონ ორივე ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა,

 

მოქმედებენ რა ორივე ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპების თანახმად,

 

თანხმდებიან შემდეგზე:


 

 

მუხლი 1

 

მხარეები ხელს შეუწყობენ და განავითარებენ თანასწორუფლებიან თანამშრომლობას გარემოს დაცვის სფეროში, რაც ხელსაყრელი და სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისათვის.

 

მუხლი 2

 

მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივ ძალისხმევას გარემოს დაცვის სფეროში შესაბამის სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურულ ერთეულებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და კერძო სამეწარმეო სუბიექტების ჩათვლით.

 

მუხლი 3

 

ეს შეთანხმება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მხარეებს განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

 

a) გარემოს დაბინძურებისა და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი;

b) დაცული ტერიტორიების მართვა, ეკოტურიზმის განვითარება და დაცულ ტერიტორიებზე ისტორიული სახეობების რეინტროდუქცია;

c) ევროპული ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მოხელეთა გადამზადება.

 

მუხლი 4

 

მხარეები ითანამშრომლობენ შემდეგი ფორმებით:

 

a) ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება;

b) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, სტანდარტების და გეგმების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;

c) ექსპერტთა კონსულტაციების, ერთობლივი შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზება;

d) სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა;

e) თითოეულ ქვეყანაში ორგანიზებულ საერთაშორისო გარემოსდაცვით კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში ექსპერტთა მონაწილეობა;

f) თანამშრომლობის სხვა ურთიერთშეთანხმებული ფორმები.

 

მუხლი 5

 

1. მხარეები, შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 3 თვის ვადაში, ერთმანეთს წერილობით აცნობებენ თანამშრომლობის განხორციელებაზე კოორდინატორების დანიშვნის თაობაზე.

 

2. კოორდინატორებს ექნებათ რეგულარული კონტაქტები ერთობლივი შეხვედრებისა და/ან სხვა საშუალებებით.

 

მუხლი 6

 

მხარის მიერ წარდგენილ ექსპერტთა დელეგაციების მგზავრობის ხარჯები დაფარული იქნება წარმდგენი მხარის მიერ, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული.

 

მუხლი 7

 

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და ძალაში შევა იმავე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმი წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 8

 

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკების გზით.

 

მუხლი 9

 

1. ეს შეთანხმება მოქმედებს  განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით  წერილობითი შეტყობინების გზით. ეს შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

 

შერულებულია თბილისში, 2012 წლის 7 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

 

 

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სახელით

 

/ხელმოწერილია/

ლიტვის რესპუბლიკის

გარემოს სამინისტროს სახელით

/ხელმოწერილია/

 

                    


 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება?
დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება?
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება მიღებულია 07.09.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №15/26. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016111.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება?
დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება, №15/26, 07.09.2012, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016111 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1744950/