„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27-15
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016150
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 
 
 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის მიერ (შემდგომში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) და უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური (შემდგომში - უკრაინის სსს), (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი),

აცნობიერებენ რა, ტექნიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ეფექტურობას, საგადასახადო კანონმდებლობის ურთიერთგაგების გაუმჯობესების, მენეჯმენტისა და პრაქტიკის საკითხებში,

სურთ რა, გააღრმავონ გამოცდილების გაზიარება გადასახადების ადმინისტრირების საკითხში საქართველოსა და უკრაინის საგადასახადო სამსახურებს შორის,

თანმხდებიან შემდეგზე:

 


 
მუხლი 1

მხარეები ითანამშრომლებენ საგადასახადო სფეროში, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, შემდეგ საკითხებში:

           გადასახადის გადამხდელების რეგისტრაცია და აღრიცხვა.

           გადასახადების ადმინისტრირება.

           გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა.

           ელექტრონული საგადასახადო დეკლარაციების გამოყენება.

           გადასახადის გადამხდელთა მომსახურება.

           პერსონალის მომზადება და განვითარება.

           ინფორმაციის გაცვლა.

            

მუხლი 2

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში გაცვალონ:

           დოკუმენტაცია (ინსტრუქციები, მეთოდოლოგიური მასალები, საინფორმაციო ბიულეტენები);

           საგადასახადო კანონმდებლობა;

           ინფორმაცია საგადასახადო საკითხებზე.

 

მხარეები შეთანხმდნენ:

მოაწყონ წამყვან ექსპერტთა შეხვედრები მათ შორის კონსულტაციის მიზნით;

მიიწვიონ ექსპერტები სემინარებში, კონფერენციებში, ლექციებსა და ტრენინგებში მონაწილეობისათვის;

გამართონ საგადასახადო პროცედურების გაუმჯობესების თაობაზესასწავლო კურსები.

 

მუხლი 3

შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული თანამშრომლობის დაფინანსება უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპით: გამგზავნი მხარე დაფარავს თავისი წარმომადგენლების მიმღები მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

 

მუხლი 4

ნებისმიერი ქმედება განხორციელებული აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის დოკუმენტების, ინფორმაციის გაცვლა; ინფორმაციის გამჟღავნებისა და გამოყენების წესები რეგულირდება თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. ორივე მხარე უზრუნველყოფს როგორც მიღებული ინფორმაციის, ასევე დოკუმენტების და მასალების კონფიდენციალურობას. კონფიდენციალური ინფორმაციის, ისევე როგორც დოკუმენტებისა და მასალების ნებისმიერ სხვა პირზე გადაცემა ინფორმაციის ან დოკუმენტების და მასალების მომწოდებელი მხარის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

 

მუხლი 5

შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ  იქნეს ცვლილებები და დამატებები შესაბამისი  ოქმის ხელმოწერის გზით, რომელიც იქნება აღნიშნული შეთანხმების განუყოფელი ნაწილი და ძალაში შევა იმავე წესით, რა წესითაც აღნიშნული შეთანხმება შედის ძალაში.

 

მუხლი 6

ნებისმიერი დავა დაკავშირებული შეთანხმების განმარტებასთან ან შეთანხმების გამოყენებასთან უნდა მოგვარდეს მხარეებს შორის მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.

მუხლი 7

შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ, მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება წყვეტს მოქმედებას წერილობითი შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, რომლითაც ერთი მხარე აცნობებს მეორე მხარეს თვისი განზრახვის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თობაზე.

შესრულებულია კიევში, 2012 წლის 28 სექტემბერს, ორ დედნად ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს ფინანსთა

სამინისტროს სახელით

 

 

______________________

ვასილ გედევანიშვილი,

შემოსავლების სამსახურის

უფროსის მოადგილე

 

უკრაინის სახელმწიფო

საგადასახადო სამსახურის სახელით

 

 

___________________

ალექსანდრ კლიმენკო,

უკრაინის სახელმწიფო

საგადასახადო სამსახურის უფროსი

 

 

 


 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება?
დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება მიღებულია 30.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №27-15. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016150.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება, №27-15, 30.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016150 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1758397/