წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2012 წლის 26 ოქტომბერი ქ. წალენჯიხა |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და მე-20 მუხლებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:მუხლი 1
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები თანახმად №1 დანართისა.მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №11 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“.მუხლი 3
დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ციმინტია
დანართი №1