წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რაგნირებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.10.2014 ძალადაკარგული 05.12.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.104.016198
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №52

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. წალენჯიხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოებისოდენობების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის  „დ,ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1

განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რაგნირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის №27 დადგენილება.
მუხლი 3
1.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
2.
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 31ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
დანართი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოები

(ლარებში)

მთავარი საჯარო თანამდებობა

1.

გამგებელი

2650

2.

გამგებლის  პირველი  მოადგილე

1400

3.

გამგებლის მოადგილე

1300

წამყვანი საჯარო თანამდებობა

4.

სტრუქტურლი ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის  უფროსი)

1000

უფროსი საჯარო თანამდებობა

5.

სტრუქტურული ერთეულის (სამსახური)განყოფილების უფროსი

810

6.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი

790

7.

თანაშემწე

790

8.

მთავარი სპეციალისტი

560

უმცროსი საჯარო თანამდებობა

9.

წამყვანი სპეციალისტი

520

10.

უფროსი სპეციალისტი

480

11.

სპეციალისტი

430