საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 18.12.2012
ძალის დაკარგვა 01.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №181
სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.038.016137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის წესის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის პირობების, აგრეთვე ექიმთა კონსილიუმის შექმნის წესისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.09.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №181/№01-72/ნ
2012 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ
პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლის პირველის ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №179-№427/ნ ერთობლივი ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრისოზარ სუბარისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში – კომისია) ამოცანებს, დაკომპლექტებისა და უფლებამოსილების წესს.
2. კომისია წარმოადგენს პირთა ჯგუფს, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
3. კომისიას გააჩნია შესაბამისი ბეჭედი და შტამპი.
4. კომისიის მისამართია: ქ. თბილისი 0119, აკ. წერეთლის გამზ. №144.
მუხლი 2🔗. კომისიის ფუნქცია
კომისიის ფუნქციაა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში (შემდგომში - დაწესებულება) მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღება.
მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია შედგება 4 წევრისაგან.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრი - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის წარდგინებით;
გ) კომისიის მდივანი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი.
3. კომისიის საქმიანობაში შემთხვევების განხილვის ფარგლებში მონაწილეობას იღებენ მოწვეული, შესაბამისი პროფილის ექიმი-სპეციალისტ(ებ)ი. მოწვეული ექიმ-სპეციალისტები სამედიცინო ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, არ სარგებლობენ ხმის უფლებით მსჯავრდებულის ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ კენჭისყრაში.
4. კომისიის წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 4🔗. კომისიის საქმიანობის წესი
1. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.
3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო კომისიის მდივნის ხელმძღვანელობით. სამდივნო უზრუნველყოფს კომისიის ყველა წევრს სრული ინფორმაციით თითოეული განცხადების/შემთხვევის შესახებ, აწვდის ინფორმაციას მოწვეული ექიმ-სპეციალისტ(ებ)ის და განხილვის ვადების შესახებ.
4. კომისია განიხილავს ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის, დაწესებულების სამედიცინო პერსონალის ან დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადების დაშვების საკითხს, რის შედეგსაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.
5. კომისიის მიერ განცხადება არ დაიშვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებულ მსჯავრდებულთა შემთხვევაში.
6. ავადმყოფობის შემთხვევაში, განცხადების დაშვებისათვის აუცილებელია მას თან ერთოდეს ცნობა მსჯავრდებულის პირადი საქმიდან, მსჯავრდებულის სამედიცინო (სტაციონარული ან/და ამბულატორიული) ბარათის ასლი - ფორმა №IV – 100ა (უახლესი ინფორმაციით და შესაბამისი გამოკვლევებით) და სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის/კლინიკური ხელმძღვანელის მიერ შედგენილი სამედიცინო ცნობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ზოგად ინფორმაციას მსჯავრდებულისათვის ჩატარებული გამოკვლევების, დიაგნოზის, დაავადების მიმდინარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის შესახებ, ასევე რეკომენდაციას განცხადების განხილვის შემჭიდროებულ ვადებზე, თუ ასეთი ზომების მიღება არის საჭირო.
7. კომისიის მიერ განცხადების დაშვების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით, კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს სამედიცინო პროფესიული ასოციაციების მეშვეობით და დიაგნოსტიკური ჯგუფის გათვალისწინებით შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმ-სპეციალისტ(ებ)ის მოწვევას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით.
8. მოწვეული ექიმ-სპეციალისტ(ებ)ი შეისწავლის წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას, საჭიროების შემთხვევაში ახდენს პაციენტის კლინიკურ შემოწმებას და ნიშნავს პარაკლინიკურ გამოკვლევებს. მოწვეული ექიმ-სპეციალისტ(ებ)ის მიერ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის და მსჯავრდებულის დიაგნოზის, დაავადების მიმდინარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის შესახებ მეორე სამედიცინო აზრის წერილობით წარდგენის შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.
9. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია დააფიქსიროს განსხვავებული აზრი.
10. კომისიის გადაწყვეტილება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გამოიცემა დასკვნის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. დასკვნას დაესმება კომისიის ბეჭედი.
11. ხანდაზმულობის ასაკის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიის მიერ შეიძლება გათავისუფლდეს ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი. განხილვაზე განცხადება დასაშვებია თუ მსჯავრდებულის ასაკია ქალის შემთხვევაში – 65 წელი და მეტი, ხოლო მამაკაცის – 70 წელი და მეტი, თუ მისჯილი არა აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
12. ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ერთოდეს მსჯავრდებულის ასაკის დამადასტურებელი საბუთის (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) ასლი (ასეთის არქონის შემთხვევაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა მსჯავრდებულის ასაკის დადასტურების თაობაზე), სასამართლოს განაჩენი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული ცნობა მსჯავრდებულის პირადი საქმის მიხედვით, რომელშიც დაზუსტებული იქნება სასჯელის მოხდილი პერიოდი.
13. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
14. კომისია საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს წელიწადში ორჯერ, რომელიც უნდა მოიცავდეს კომისიის საქმიანობის ამსახველ სტატისტიკურ მონაცემებს. ანგარიშები პერიოდულად გამოქვეყნდება შესაბამისი სამინისტროების ოფიციალურ ვებგვერდებზე.
15. კომისია განცხადებების განხილვის მიზნით იკრიბება არანაკლებ თვეში ერთხელ.
მუხლი 5🔗. განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადები
1. განცხადების დასაშვებობის საკითხს წყვეტს კომისია არა უმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
2. განცხადების დაშვების შემთხვევაში მისი არსებითი განხილვა უნდა მოხდეს არა უმეტეს 14 სამუშაო დღის ვადაში.
3. კომისიის დადებითი გადაწყვეტილება (დასკვნა) სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გამოიცემა არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილება - სხდომის გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
4. კომისიას აქვს უფლება საჭიროების შემთხვევაში განცხადების განხილვის ვადები შეამციროს ან გაზარდოს გონივრულ ფარგლებში. გაზრდის შემთხვევაში, სამდივნომ დასაბუთებულად და დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს.
მუხლი 6🔗. კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა), აღსრულების წესი და გასაჩივრება
1. კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა) არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.
2. კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა) უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს:
ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას;
ბ) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას „იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №72/ნ ბრძანებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან;
გ) დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზანშეწონილობას.
3. კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა) წერილობით ეცნობება განმცხადებელს/დაინტერესებულ მხარეს.
4. კომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება (დასკვნა) მსჯავრდებულის ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შესახებ ეგზავნება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა) ადმინისტრაციული წესით შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ერთი თვის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების (დასკვნის) მხარისათვის გადაცემის დღიდან.