მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/12378-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/12378 -12

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

2012 წლის 28ნოემბერი                                                

  ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: სს „საქმშენი-2006” (ს/კ 226530652)

წარმომადგენელი: ჭიაბერ ჭიაბრიშვილი (დირექტორი) და შალვა ნადირაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „საქმშენი-2006”-ის გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 24 სექტემბერს განცხადებით მიმართა სს „საქმშენი-2006”-ის დირექტორმა ჭიაბერ ჭიაბრიშვილმა და ითხოვა სს „საქმშენი-2006”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ მისი დავალიანება კრედიტორთა წინაშე ჯამში შეადგენს 6894353,93 ლარს, მათ შორის, 6892096,85 ლარის გადაუხდელობით განისაზღვრება შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მიმართ არსებული დავალიანება, ხოლო რაც შეეხება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, მის მიმართ სს „საქმშენი-2006”-ს აქვს 2257,08 ლარის გადახდის ვალდებულება. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალე სს ”საქმშენი-2006”-ს არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, ფულადი სახსრები, არ ჰ ყავს დებიტორები, საწარმოს შეწყვეტილი აქვს წარმოების პროცესი და შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები. ამ გარემოებებზე მითითებით დირექტორი ჭიაბერ ჭიაბრიშვილი ითხოვს
სს ”საქმშენი-2006”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ხარვეზის გამოსწორების მიზნით ,
სს „საქმშენი-2006”-ს (ს/კ 226530652) დაევალა სასამართლოსათვის შემდეგი სახის დოკუმენტების წარმოდგენა: სს „ქართუ ბანკის” მიერ გაცემული ცნობა და ან საბანკო ანგარიშის ამონაწერი ანგარიშზე თანხის უქონლობის თაობაზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა, რომ მოვალე არაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და ან მის არქივში (ტექინვენტარიზაციის ბიუროში) უძრავი ქონების მესაკუთრედ; სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ მოვალე არაა რეგისტრირებული მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ და ან მოსარგებლედ.

2012 წლის 8 ოქტომბერს სს „საქმშენი-2006”-ის წარმომადგენელმა შალვა ნადირაძემ განჩინებით განსაზღვრული ვადის დაცვით, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სასამართლოში წარადგინა სს „ქართუ ბანკის”, სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ _ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები, რომლებიც ადასტურებ ს, რომ სს „საქმშენი-2006”-ს ხსენებულ ბანკში 2009 წლის 6 ნოემბრიდან დახურული აქვს საბანკო ანგარიშები და თანხა არ აქვს, მოვალის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის უძრავი ქონება და არც მექნიკური სატრანსპორტო საშუალება ირიცხება შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მოვალის სახელზე. საქმეში ასევე წარმოდგენილია სს „ბანკი რესპუბლიკ ი ს”,
სს „ლიბერთი ბანკის”, სს „საქართველოს ბანკის”, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას” და
სს „ინვესტბანკის” მიერ გაცემული ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, რომლებიც ადასტურებ ს, რომ სს ”საქმშენი-2006”-ს ხსენებულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე თანხები არ აქვს.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2012 წლის 10 ოქტომბერს გამოიტანა განჩინება სს ”საქმშენი-2006”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებით სს ”საქმშენი-2006”-ის კრედიტორებს განემარტათ, რომ თუ განჩინების საჯაროდ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე არ შეიტანდა სასამართლოში განცხადებას მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, მაშინ სს ”საქმშენი-2006” გამოცხადდებოდა გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმებას.

2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინება სს ”საქმშენი-2006”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2012 წლის 12 ოქტომბერს. აღნიშნული განჩინება გაეგზავნათ და ჩაბარდათ მოვალის მიერ მითითებულ კრედიტორებს, კერძოდ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” და შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს” განჩინების ასლები ჩაბარდათ 2012 წლის 11 ოქტომბერს. კრედიტორთაგან დღემდე სასამართლოსათვის არავის მოუმართავს.

სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და სათანადო სამართლებრივ საფუძველთა ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ სს ”საქმშენი-2006” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად. კერძოდ:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის , ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა , „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განსახილველი წარმოების ფარგლებში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები და კრედიტორთა უმოქმედობა ქმნის იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელთა არსებობა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
მე-9 პუნქტის დანაწესის შესაბამისად განაპირობებს სს „საქმშენი-2006”-ის გაკოტრებულად გამოცხადებას, რაც თავის მხრივ მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა ” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

:

1. სს „საქმშენი-2006” (ს/კ 226530652) გამოცხადდეს გაკოტრებულად, შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს სს ”საქმშენი-2006”-ის რეგისტრაცია.

2. განჩინება სს „საქმშენი-2006”-ის ხარჯით გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.

3. ამ განჩინების გამოტანის თაობაზე ეცნობოთ მოვალის მიერ მითითებულ კრედიტორებს.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.  

 

      მოსამართლე                                               ბესიკ სისვაძე